კრიმინალური მდგომარეობა ბრაზილიაში, მუნდიალის წინ

თარიღი: ივნისი 1, 2014

როგორც იცით, 2014 წლის 12 ივნისს, ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ამ უდიდეს მოვლენასთან დაკავშირებით, სამხრეთ ამერიკული ქვეყანა მილიონობით ტურისტს ელის და რა თქმა უნდა, მათი დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა.

ყველასათვის, მთელს მსოფლიოში ცნობილია, რომ ბრაზილიაში, კრიმინალის დონე საშუალოზე ბევრად მაღალია, ეს კი მუნდიალსა და მის ვიზიტორებს დიდ საფრთხეს უქმნის.

საინტერესოა, გავეცნოთ, სტატისტიკას, თუ რა დანაშაული რამდენად ხშირად ხდება ბრაზილიაში.

ეს იმ ქართველთათვისაც საინტერესო იქნება, რომლებიც ბრაზილიაში მიემგზავრებიან ტურნირის საყურებლად. ცხადია, მსგავსი არაერთი მოიძებნება ჩვენს ერში. ბოლო-ბოლო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც უაღრესად რთული იყო საზღვრების გადალახვა, მაშინაც კი ახერხებდა ზოგიერთი ფეხბურთის მოყვარული იმპერიიდან გასვლას და ახლა, როცა ასეთი იოლია იქ წასვლა, ცხადია, რომ ბევრი ქართველი დაესწრება ამ სანახაობას.

1

მკვლელობები ქალაქების მიხედვით

ყველაზე მეტი მკვლელობა, ბრაზილიის ქალაქ მასეიოში ხდება, თუმცა ეს გაითვალისწინა ქვეყნის მთავრობამ და ფიფამ, რის შედეგადაც ამ ქალაქში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები არ გაიმართება.

თუმცა არანაკლებ შედეგიანია მკვლელობების მხრივ რესიფიც, სადაც 100 000 სულ მოსახლეზე ყოველწიურად 87 ადამიანს ხოცავენ.

ცნობისთვის, რესიფში გაიმართება შემდეგი მატჩები:

ხორვატია – კოლუმბია

კოტდიუვარი – იაპონია

იტალია – კოსტარიკა

გერმანია – ამერიკის შეერთებული შტატები

ასევე, 1/8 ფინალური ეტაპის ერთი მატჩი.

ბრაზილიაში, მესამე ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მკვლელობები ხდება, ვიტორიაა, თუმცა არც ამ ქალაქში არ ტარდება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები.

რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, აქ სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. თუ ზემოთხსნებულ ქალაქებში მკვლელობების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეობაზე 80-90-ა დანარჩენ ქალაქებში ეს რიცხვი მხოლოდ 30-40-ს უდრის.

რაც შეეხება, უდიდეს ქალაქებს, სადაც მუნდიალის მატჩები უნდა ჩატარდეს, რიო დეჟანეიროსა და სან პაოლოს, აქ რადიკალურად შეიცვალა კრიმინალური მაჩვენებელი. 2008 წელს ისტორიაში ყველაზე დაბალი მკვლელობების მაჩვენებელი დაფიქსირდა რიოში, 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 10. მსგავსი სიტუაციაა, სან პაოლოშიც.

თუმცა მაინც აღსანიშნავია ის, რომ ზემოთმოყვანილი ციფრები მხოლოდ პროცენტული მაჩვენებელია და რეალურად, რიო დე ჟანეიროში ყოველწლიურად საშუალოდ 300 მკვლელობა ხდება.

2

კლანები ბრაზილიაში

ძირითადად, ბრაზილიაში ამ დანაშაულებების მიზეზი კრიმინალური წარმომადგენლები და მათი კლანებია. ისინი ჩართულნი არიან თითქმის ყველაფერში, რაც კი მთელი ქვეყნის მაშტაბით ხდება, თუმცა პოლიცია მათ მაქსიმალურად ებრძვის.

2006 წელს, ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა კრიმინალური წარმომადგენლების წინააღმდეგ და დააპატიმრეს რამდენიმე კლანის ბოსი. ეს ოპერაცია ბრაზილიის 14 კუთხეში მიმდინარეობდა და ათასობით ადამიანი იქნა აყვანილი.

ცნობილია, რომ ეს ადამიანები ბავშვებს აიძულებდნენ ჩაედინათ დანაშაული. ამას კი იმით ამართებდნენ, რომ დაჭერის შემთხვევაში მათ კანონი დიდ პატიმრობას არ მიუსჯიდა.

ეს სტატისტიკაზეც არის ასახული. ცნობისთვის, უკანასკნელ წლებში, ბრაზილიაში მომხდარი მკვლელოების 40% 15-25 წლის ასაკის ადამიანებს აქვთ ჩადენილი.

3

ბრაზილიელი კრიმინალების სამიზნე – ტურისტები

დიდ საფრთხეს უქმნის მსოფლიო ჩემპიონატის მაყურებლებს ის შემაშფოთებელი სტატისტიკა, რომ ადგილობრივი დამნაშავეები ძირითადად ტურისტებს უპირისპირდებიან.

“გაერო”-ს მონაცემებით 1979-2003 წლებში 500 000 ზე მეტი უცხოელია იარაღით მოკლული ბრაზილიაში.

ცნობილია, რომ კრიმინალები ძირითადად იქ ჩადიან უცხოელების მიმართ დანაშაულს, სადაც მიმზიდველია. მაგალითად, ხშირია დანაშაულებები რიოს კარნავალზე, სადაც კრიმინალებმა იციან, რომ უამრავი ტურისტი ჩადის, “ფულიანი” ტურისტი.

რა თქმა უნდა, ბრაზილიელ კრიმინალებს ისიც ეცოდინებათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უფულოდ არავინ არ ჩავა…

99004602_Junior_Hen_236351b

ზოგადად კრიმინალი

ბრაზილიაში იმდენად მაღალია მკვლელობების მაჩვენებელი, რომ აქ წვრილმან ხულიგნობაზე არც კი ღელავენ.

საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა რამდენიმე წლის წინ პორტო ალეგრიში.

გამოკითხული იქნა 1 200 სტუდენტი და მათმა 28%-მა უპასუხა, რომ ისინი ერთხელ მაინც გაუძარცვავთ, 25%-მა უპასუხა, რომ მათი გაძარცვის მცდელობა ყოფილა, 20%-მა უპასუხა, რომ მათზე ფიზიკური ძალადობა მომხდარა. და ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როცა ისინი 12-17 წლის ასაკში იყვნენ.

ახლა კი რაც შეეხება ზოგადად მთელი ქვეყნის სტატისტიკას. 94% გოგონებისა და 96% ბიჭების, თავად გამხდარნან ადრეულ ასაკში დანაშაულის მოწმეები.

და საერთოდ ბრაზილიელთა საშუალოდ 60-65 % ადრეულ ასაკში, თავად ხდებიან მსხვერპლნი.

Rio 6th day protest

ზომები მსოფლიო ჩემპიონატისთვის

რა თქმა უნდა, ბრაზილიის მთავრობა უკიდურესს ზომებს იღებს, იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატმა მშვიდად ჩაიაროს და ზედმეტი დანაშაული აცილებული იქნას თავიდან,

უკიდურესად გაძლიერებული იქნება დაცვა და თითოეულ ქუჩაზე, სადაც სტადიონებია, პატრულირება იქნება დაწესებული.

ასევე, გადამწყვეტ ზომებს იღებენ თავად მონაწილე ქვეყნებიც და ერიდებიან ისეთი გულშემატკივრების ბრაზილიაში გაშვებას, რომლებიც წარსულში შემჩნეულნი არიან წვრილმან ხულიგნობაში.

ასეა თუ ისე, მსოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ რთულ პირობებში იქნება, დამსწრე მაყურებლებისთვის, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ არანაკლები სიტუაცია იყო სამხრეთ აფრიკაშიც, კრიმინალის დონით, სადაც საკმაოდ მშვიდ პირობებში ჩაიარა მუნდიალმა.

5



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი: “კვარაცხელია სიუპრიზია? განსაკუთრებული შემთხვევაა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლიმ” შეინარჩუნა ძველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდები მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიან

თუ “ვალენსიამ” ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ეს დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურება იქნება. მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისური მედია ჩელსიზე: “ვერსად ნახავთ იმას, რაც გუნდის გასახდელში ხდებოდა”

ინგლისური მედია პოტერის გათავისუფლების შემდეგ “ჩელსიში” არსებულ საინტერესო სიტუაციაზე წერს. “ჩელსიმ” სატრანსფერო ფანჯრის დროს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარის რეაქცია, როცა უთხრეს, რომ თამაში უწევდა (ვიდეო)

“რეალმა” “ვალიადოლიდი” 6-0 გაანადგურა. 65-ე წუთზე ანჩელოტიმ აზარი შემოიყვანა. ასეთი იყო ბელგიელის რეაქცია, როცა მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვიკინგები” სიგუას: “შენ ჩვენი მომავალი ხარ! გვაპატიე”

ქობულეთის “შუქურა” თბილისის “დინამოსთან” 95-ე წუთზე გაშვებული გოლით 1-2 დამარცხდა. “შუქურას” ფანებმა, “ვიკინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები რონალდოს სიმულაციის გამო აკრიტიკებენ (ვიდეო)

გუშინ პორტუგალიამ ლუქსემბურგი 6-0 გაანადგურა და რონალდომ დუბლი შეასრულა. როცა ანგარიში 4-0 იყო, რონალდო სიმულაციით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ამ ბიჭს ვერაფერი შეაჩერებს! 24 სანტიმეტრით მაღალი ვეგჰორსტიც არ შეიმჩნია (ვიდეო)

“ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი 2-2 დასრულა. ერთ-ერთ მომენტში 1.73მ-ის გავიმ 1.97მ-ის ვეგჰორსტს თავზე დუელიც მოუგო. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა ლორისს შეცვლის თუ დე ხეას?

“პირველი არხის” პოდკასტში გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ “ვალენსიაში” მამარდას მომავალზე და ინგლისური კლუბებიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქებაძე: “სამინისტრომ მილოცვა უკან წაიღო და Facebook-ზე პოსტი წაშალა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში, ელენე ქებაძე სპორტის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქებაძემ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯიუნტოლი რონალდოზე: “არავის ყიდვა არ გვჭირდება”

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ რონალდოს “ნაპოლიში” გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო “ნაპოლიში” წავა? კრიშტიანო მზად არის ხელფასი შეიმციროს

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, იანვარში “ნაპოლიში” გადავიდეს. როგორც გამოცემის წყარო იტყობინება, პორტუგალი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო კვლავ გაბრაზდა – მატჩის დასრულებამდე გასახდელში წავიდა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემი” დამაჯერებლად, 2-0 დაამარცხა. ტენ ჰააგს რონალდო მოედანზე არ გამოუყვანია და პორტუგალიელიც, რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგს დე ხეას შემცვლელად მამარდაშვილი მიაჩნია

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგაში ნაჩვენები შედეგების შემდგომ სატრანსფერო ფანჯარაზე განსაკუთრებით გააქტიურდა და მადრიდის “რეალიდა...
წაკითხვა