მიხეილ ყაველაშვილის ტალანტების ფაბრიკა
ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა ქართული ფეხბურთის სტრატეგიული განვითარების გეგმა წარადგინა.
პრეზენტაცია მოკლემეტრაჟიანი ფილმით გაიხსნა, რომელი ქართული ფეხბურთის დღევანდელ მგომარეობას ასახავდა და მის ძირითად პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას.
ყაველაშვილი პროექტი ფეხბურთის განვითარებას რიგი პრობელმების გადაწყვეტით აპირებს. ამოცანებში პრიორიტეტულია: ოთხი უფასო ელიტარული საფეხბურთო აკადემიის გახსნა, რომლებშიც საუკეთესო ახალგაზრდები ჩაირიცხებიან. გარდა ამისა, შეიქმნება ოცი უფასო საფეხბურთო სკოლა, რაც ფეხბურთის მასობრიობას შეუწყობს ხელს. იგეგმება 300 კვალიფიციური მწვრთნელის მომზადება. აღნიშნული პროექტები განაპირობებს ფეხბურთელთა საერთო რაოდენობის 40 პროცენტით ზრდას.
პროექტის მიხედვით, ევროპის წამყან ლიგებში მინიმუმ 7 ფეხბურთელი, ხოლო საშუალო დონის ლიგებში – 20 ქართველი უნდა თამაშობდეს.
პროგრამის სტრატეგიულ მიზნებში ეროვნული ნაკრებიც შედის. 2020 წლიდან საქართველოს ეროვნული გუნდი დიდი საფეხბურთო ტურნირებზე სისტემატურად უნდა მონაწილეობდეს. გარდა ამისა საკლკუბო ფეხბურთის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურულად გამართული სისტემის შემქნა და ასევე მსაჯთა კორპუსის რეფორმა, რაც მის სრულ დამოუკიდებულობას გულისხმობს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინოვაციური წვრთნის მეთოდოლოგიაც წარადგინა, რომელიც ფეხბურთელს პირველი ნაბიჯებიდან მის პროფესიონალად ჩამოყალიბებამდე უნდა ესწავლებოდეს.
პროექტში მნიშნველოვანი ნაწილი სელექციასა და სამედიცინო მომსახურებას ეხება. პროგრამის მიხედვით, უნდა შეიქმნას სელექციის კრიტერიუმები, რომლებიც ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოავლენენ და შემდეგ განავითარებენ. ასევე მნიშვნელოვანი როლი უნდა მიენიჭოს ფეხბურთელთა დაზღვევას. სადაზღვეო სისტემამ უნდა უზრუნველყოს მოთამაშეების სამედიცინო მომსახურება.
ყაველაშვილის პროგრამა პროფესიულ ფეხბურთელთა ლიგის აღდგენასაც გულისხმოს. პფლ-ს თანხების მოძიება და ცენტრალიზირებული სისტემის დანერგვით კლუბების უზრუნველყოფა დაევალება, რათა მათ სრულფასოვნად შესძლონ ეროვნულ ჩემპიონატში და თასის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება. ასევე, ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაინგერგოს შეჯიბრების შესაბამისი სიტემა.
პროექტში ადგილი მედიის საშუალებით ფეხბურთის პოპულარიზაციასთაც ეთმობა, რაც ქვეყნის მთავარი ტურნირების საერთაშორისო სტანდარტრებით გაშუქებას გულისხმობს .
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები