მზარდი საქართველოსა და ინგლისის საგრაფოთა ნაკრების მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
დაიწყო ბილეთების გაყიდვა ორ საერთაშორისო მატჩზე მზარდ საქართველოსა და ინგლისის საგრაფოთა პირველ ნაკრებს შორის.
ბილეთები დღეიდან ყოველდღიეურად 12:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით საქართველოს რაგბის კავშირსა და რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიყიდება. ერთდროულად შესაძლებელი ორივე მატჩის ბილეთის შეძენა. თითოეული ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ორი საერთაშორისო მატჩი – მზარდ საქართველოსა და ინგლისის საგრაფოთა პირველ ნაკრებს შორის გაიმართება 4 და 8 ივნისს რუსთავის სარაგბო სტადიონზე. 4 ივნისს შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო 8 ივნისს კი 18:00 საათზე.
საქართველოს მეორე ნაკრების – ‘მზარდი საქართველოს’ მოწინააღმდეგე, ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები თბილისში დღეს ჩამოდის. ხვალ, 3 ივნისს ორივე გუნდი რუსთავის სარაგბო სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.
11 საათზე ინგლისელები ივარჯიშებენ, ხოლო მზარდი საქართველო კაპიტნის ვარჯიშს 17:00 საათზე გამართავს, რომელზეც ფოტო-ვიდეო გადაღება შესაძლებელი იქნება დაწყებიდან პირველი 10 წუთის განმავლობაში.
გუნდების სამატჩო რაზმები შეხვედრამდე 24 საათით ადრე დასახელდება.
Rugby.GE