ჩარლტონი რუნის იცავს
1996 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, სერ ბობი ჩარლტონი მხარდაჭერას უცხადებს “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს, უეინ რუნის.
პერუს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რუნიმ უნიათო მატჩი ჩაატარა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მანამდე კი პოლ სკოულზმა, რუნის ყოფილმა თანაგუნდელმა განაცხადა, რომ 28 წლის ინგლისელის ფორმის პიკი წარსულში დარჩა.
ინგლისურ პრესაში კი აქტიურად ისმის კითხვა – არის თუ არა უეინ რუნი საერთოდ ღირსი, რომ ბრაზილიაში ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს. თავად ჩარლტონს კი არავითარი ეჭვი არ აქვს.
“როცა ფიქრდები თუ საიდან მოდის ჩვენი ესოდენ მაღალი დონის ფეხბურთელები – უეინ რუნი ერთადერთია ვინც გონებაში ტივტივდება. უეინ რუნიმ უნდა ითამაშოს. მას რაღაც განსაკუთრებული აქვს”
სერ ბობი, რომელიც “იუნაიტედის” დირექტორი გახლავთ ფიქრობს, რომ ლუი ვან გაალი მხოლოდ ერთადერთ ფეხბურთელში უნდა იყოს დარწმუნებული.
“ჩემი აზრით თითოეულ პოზიციაზე არსებობს ეჭვის საფუძველი, გარდა უეინ რუნის პოზიციისა. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მას გარკვეულ პოზიციებზე სურს თამაში. მაგრამ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია” – აცხადებს ჩარლტონი BBC – სთან ინტერვიუში.
წყარი: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/