საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
7 და 8 ივნისს ნორვეგიის ქალაქ ბერგენში გაიმართება ფირა-აერის ქალთა რაგბი 7-ის ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონის გათამაშება. საქართველოს ქალთა ნაკრები ნორვეგიაში ორშაბათს გაემგზავრა, სადაც აგრძელებს მზადებას აღნიშნული ტურნირისათვის.
ჩვენს ჯგუფში შეჯიბრების გამართვა ორ ეტაპად იყო დაგეგმილი, მაგრამ უკრაინაში მოვლენების გამო ოდესის ტურნირი გაუქმდა.
საქართველო პულში ჩეხეთის, პოლონეთისა და დანიის წინააღმდეგ იასპარეზებს.
საქართველოს 7-ქალა “ა” (მეორე) დივიზიონში შარშან ამოვიდა. მთავარი მწვრთნელის, ჯაბა მალაღურაძის განცხადებით, გუნდის მიზანს დივიზიონში გამარჯვება და 12-გუნდა ელიტაში ადგილის დამკვიდრება წარმოადგენს, მაგრამ მოსამზადებელ ტურნირებზე გუნდს ტრავმები დაუგროვდა და აქედან გამომდინარე, დივიზიონში დარჩენაც არ იქნება ურიგო შედეგი.
„წლის დასაწყისში უფრო ამბიციური გეგმები გვქონდა – ვუმიზნებდით ელიტურ, ტოპ თორმეტეულში ასვლას, მაგრამ მოსამზადებელ ტურნირებზე გოგონებმა ბევრი ტრავმა მიიღეს. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, მიმაჩნია, რომ საქართველო შეძლებს ქალთა ელიტაში ასვლას.
„ჯგუფში ყველაზე ანგარიშგასაწევ მეტოქედ ჩეხეთი მიმაჩნია, მაგრამ საპლეიოფო ეტაპზე საკმაოდ ძლიერ რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის გუნდებთან მოგვიწევს თამაში,“ თქვა ჯაბა მალაღურაძემ.
ტურნირის განრიგი: http://rugby.no/bergen2014/schedule
ტურნირის ოფიალური ვებგვერდი: http://rugby.no/bergen2014/
სთრიმის ბმულები: https://sumo.tv2.no/ http://www.ba.no/tv/ www.norgesrugby.no
საქართველოს რაგბი 7-ის ქალთა ნაკრები
1. ანა პოღოსიანი
2. ნინო ელოშვილი
3. ბელა გოგსაძე
4. მარეხ მაისურაძე
5. შორენა გამსახურდია
6. ანა ანდღულაძე
7. ნათია ცინცქილაძე
8. ნანა კაშია
9. ქრისტინე გვაზავა
10. სალომე საღარაძე
11. ქეთევან მოდებაძე
12. ანა კვაჭაძე
მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე
მწვრთნელი; გიორგი მაისურაძე
მენეჯერი: ია ხურცილავა
ექიმი: ილია ლათიბაშვილი
ფიზიო: რუსუდან კუპატაძე
Rugby.GE