პატიმრობა, სკოლიდან გარიცხვა და კიდევ ხუთი რამ, რაც რონალდუზე უნდა იცოდეთ
პოპულარული ადამიანების ცხოვრების დეტალები ბევრს აინტერესებს. ცხადია, გამონაკლისი არც მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუა. ცოტამ თუ იცის, რომ ის ბავშვობაში სკოლიდან გარიცხეს, 2007 წელს კი დააპატიმრეს.
სახელი რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ
რონალდუს სრული სახელი კრიშტიანო დოს სანტოს ავეიროა. კრიშტიანოს მამამ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის საპატივცემულოდ თავისი შვილის სახელს კიდევ “რონალდუ” დაუმატა.
დაბადების დღე
კრიშტიანო რონალდუ 1985 წლის 5 თებერვალს დაიბადა. მის გარდა, 5 თებერვალს კარლოს ტევესი, ადნან იანუზაი და ნეიმარი დაიბადნენ.
სკოლიდან გარიცხვა
როდესაც კრიშტიანო სკოლაში სწავლობდა, მასწავლებელმა მაიდერული აქცენტის გამო დაცინა, გაბრაზებულმა რონალდუმ კი მას სკამი ესროლა. საბოლოოდ, რონი სკოლიდან გარიცხეს.
გულის ოპერაცია 15 წლის ასაკში
როდესაც რონალდუ 15 წლის იყო, გულისცემის დარეგულირების მიზნით, მას ოპერაცია გაუკეთეს.
პირველი პორტუგალიელი “მანჩესტერ იუნაიტედში”
2003 წელს, კრიშტიანო რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, ის გახდა პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამ კლუბში ჩაირიცხა.
მას 7-ნომრიანი მაისური არ სურდა
როდესაც ლისაბონის “სპორტინგიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, რონალდუმ 28-ნომრიანი მაისური მოითხოვა, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონმა მას 7-ნომრიანი მაისური ჩააცვა.
პატიმრობა
2007 წელს, ერთი თვის შემდეგ, რაც რონალდუს მამა გარდაეცვალა, ის ციხეში იმ ბრალდებით ჩასვეს, რომ მან ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ფრანგი ქალბატონი გააუპატიურა. თუმცა, საბოლოოდ, პორტუგალიელს ბრალდება ვერ დაუმტკიცეს.