მარკოიშვილის “გალათასარაი” ფინალურ სერიაში ჩამორჩა
წარუმატებლად დაიწყო თურქეთის ჩემპიონატის ფინალური სერია მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ”. თანაქალაქელ “ფენერბაჰჩესთან” მატჩში “გალა” 70:89 დამარცხდა და ფინალურ სერიაში 0:1 ჩამორჩა.
მოედნის უპირატესობა “ფენერბაჰჩეს” აქვს, რომლის წართმევაც “გალათასარაის” გაუჭირდება. პირველმა მატჩმაგამოაჩინა, რომ მარკოიშვილის გუნდს ჩემპიონობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.
ფინალური სერიის პირველი შეხვედრა “გალათასარაიმ” ჩააგდო. ევროვარსკვლავებით სავსე “ფენერბაჰჩემ” მეტოქეს 19 ქულით მოუგო, რაშიც გამორჩეული წვლილი ბო მაკლებს (15 ქულა, ლუკა ჟორიჩს (14), ემირ პრელდჟიჩს (12) მიუძღვით. ბოგდან ბოგდანოვიჩი, ნემანია ბიელიცა და ლინას კლეიზა შესაბამისად 6, 8 და 7 ქულას დასჯერდნენ.
მანუჩარ მარკოიშვილმა 14 წუთში 1 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა 2 ორქულიანი და 4 სამიანი ააცილა, 2 საჯარიმოდან კი1 ჩააგდო.
მომდევნო შეხვედრა ისევ “ფენერბაჰჩეს” მოედანზე, 5 ივნისს გაიმართება.
gbf.ge