2 მატჩიანი სერიის პირველი რკენა ინგლისელებმა მოიგეს

თარიღი: ივნისი 6, 2014

მზარდი საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა ინგლისის საგრაფოების ნაკრებს რუსთავის სარაგბო სტადიონზე უმასპინძლა და 23:48 დამარცხდა.

მატჩის ფოტორეპორტაჟი: გალერეა 1 >>>   გალერეა 2 >>>

გუნდებს შორის საერთაშორისო სერიის მეორე მატჩი კვირას, 8 ივნისს კვლავ რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. მატჩის ბილეთების შეძენა დღეს და ხვალ რაგბის კავშირსა და რუსთავის სარაგბო სტადიონზე 12:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი, ხოლო შაბათს და მატჩის დღეს ბილეთები მხოლოდ რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიყიდება. ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს.

სერიის პირველი მატჩი

ანგარიშიც ნათლად მეტყველებს, რომ მატჩი საინტერესო და უხვლელოიანი იყო. ინგლისელებმა, რომლებიც ჩვენებურებზე ბევრად ზორბად გამოიყურებოდნენ, მე-5 წუთზე სახიფათოდ შემოგვიტიეს, მაგრამ მარცხენა ფრთაზე გარემარბმა მურაზ გიორგაძემგადაცემა ჩაჭრა და იქვე მგეზავ რეზ ჯინჭველაშვილს გაატანა, რომელმაც მეტოქის ლელომდე 65 მეტრი ირბინა. გარდასახვა ფულბეკმა საბა ნიკოლავამ გაიტანა – 7:0.

ძნელი სათქმელია, ჯინჭველაშვილმა სწორედ ამ ეპიზოდში დაიშავა ფეხი თუ არა, მაგრამ ფაქტია, ის მალე შესაცვლელი შეიქნა. მე-9 წუთზე მას საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ბურთი ფეხით გამოჰქონდა, თუმცა დაუფარეს. საბოლოოდ სტუმრებმა აუტის მოწოდების უფლება მოიპოვეს. დერეფნის სუფთად მოგების შემდეგ ინგლისლებმა ფაზები აკინძეს და მრჯვენა ფრთაზე მგეზავმა ლოურენს რაინერმა ბურთი ჩვენს ლელოში ფეხით შეაცურა. მასთან ყველაზე სწრაფად გარემარბი ლუის ვაინკომბი გაჩნდა. გარდასახვა რაინერმა გაიტანა – 7:7.

ინგლისელები ბევრად უფრო განსწავლულად და ფიზკურად ძლიერად გამოიყურებოდნენ. ერთი-ერთზე ბოჭვიასას ჩვენს მორაგბეებს სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. ამიტომ, ერთი მეტოქის გაჩერებას მინიმუმ სამი ჩვენებურის ძალისხმევა ჭირდებოდა, ეს კი, სტუმრებს სათამაშო სივრცეს უზრდიდა. მიუხედავად ამისა, საგრაფოების კრებული ანგარიშში მხოლოდ ტაიმის ბოლო წუთზე დაწინაურდა.

ჯერ ნიკოლავას საჯარიმოს რაინერნმა საჯარიმოთივე უპასუხა. მერე, როცა პირველი ნახევრის დამთავრებას აღარაფერი აკლდა, ინგლისელებმა მორიგი მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყეს, რომელიც ლელოთი ისევ ლუის ვაინკომბმა დაასრულა. რაინერმა ვერ გარდასახა – 15:13. ასე დამთავრდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ, სამ წუთში ნიკოლავამ კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა 16:15, რაზეც ინგლისლებმა ზედიზედ სამი ლელოთი გვიპასუხეს. ამ შემთხვევაში ჩვენი დაცვის მარჯვენა ფრთა ჩავარდა. სტუმრები მეტწილად სწორედ იქეთკენ ავითარებდნენ შეტევას. 57-ე წუთისთვის სტუმრები 18 ქულთ დაწინაურდნენ – 34:16.

ამის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა შერკინების ორივე ბურჯი და ერთი მესამხაზელი შეცვალა. ცვლილების შედეგად ჩვენმა ნაკრებმა თამაში ისევ დაალაგა და 62-ე წუთზე საკმაოდ კარგად ორგანიზებული იერიში განავითარა. მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან რაქი წარმოიქმნა. ბურთი ყველასთვის მოულოდნელად მეორეხაზელმა ლაშა ლომიძემ აიტაცა და ლელომდე ისე ირბინა წინააღმდეგობა არ შეხვედრია. გარდასახვა შეცვლაზე შესულმა მამუკა ნინიძემშეასრულა – 23:34.

ქომაგებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ. თუმცა, დასკვნით ათ წუთში ინგლისელებმა კიდევ ორჯერ შეძლეს ლელოს დადება და ორ მატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა 48:23 მოიგეს.

 

მატჩის შემდეგ

ჯეიმზ შენნი, საგრაფოების ნაკრების მწვრთნელი:

„ველოდით, რომ ფიზიკურად მძიმე მატჩი იქნებოდა. საქართველოს ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რაქში შესანიშნავად ითამაშა და მოლშიც მედგრად დაგვიდგა. პირველ ტაიმში ბრძოლა თანაბარი იყო. შესვენების შემდეგ თამაში წაგვივიდა, მეტოქემ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც გამოვიყენეთ კიდეც და ანგარიშში სხვაობა გავზარდეთ.

„თამაში სანახაობრივად, ვფიქრობ, კარგი იყო. ბურთს ჩვენ უფრო მეტხანს ვფლობდით. ქართველებმაც შეძლეს რამდენჯერმე თამაშის გაშლა.”

ბენ ჰილტონი, საგრაფოების ნაკრების კაპიტანი:

„მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ქართველი მორაგბეების მიმართ. ძალიან აგრესიულად, თავგანწირვით თამაშობდნენ. რამდენიმე ჩემი თანაგუნდელი გასახდელში გვარიანად დაჟეჟილია. ვფიქრობ, მეორე მატჩში თქვენი გუნდი ნამდვილ სახეს გამოაჩენს”

ლევან მაისაშვილი, მზარდი საქართველოს მწვრთნელი:

„ამ ერთი, თუნდაც სუსტი თამაშით დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი, გუნდი ერთი კვირაა რაც შეიკრიბა, სულ რაღაც შვიდი-რვა ვარჯიში გვქონდა ერთად.

ცხადია, კმაყოფილი ვერაფრით ვიქნები. წნეხის ქვეშ მორაგბეები ხშირად ცდებოდნენ. ეს მათი ახალგაზრდული ასაკისა და შეუთამაშებლობის ბრალია.

ვერ შევძელით იმის ჩვენება, რასაც ვგეგმავდით. წინ მეორე თამაში გავქვს. ამ შეხვედრას გავაანალიზებთ და, თუ ვინმეს აქვს თავისი ამბიციები დასამტკიცებელი, დაამტკიცოს. გამორიცხული არ არის ვინმე კიდევ დავიმატოთ. გააჩნია, ტრავმები რამდენად სერიოზულია.

„ინგლისელთა გუნდი კარგად შეთამაშებული კრებულია. ღია თამაშში, ორთაბრძოლებში გვაჯობეს. ბურთსაც მეტწილად სტუმრები აკონტროლებდნენ. ერთი სიტყვით, ინგლისლებისგან ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ”.

გუშინდელ შეხვედრას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო ინგლისისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილი ბირჯი, 2003 წლის მსოფლიო თასის მფლობელი, ინგლისის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ჯეისონ ლეონარდი, რომელმაც მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„საქართველო ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ ბევრი რამ მანახა და გამაცნო. რაც შეეხება თამაშს. ეს ორივე გუნდის მორაგბეებისთვის სასარგებლო გამოცდილებაა.

„ჩვენ რაგბის ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთს ვეხმარებით. ვფიქრობ, ანგარიში რეალურად არ ასახავს ძალთა თანაფარდობას. ქართველებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და მეტოქემ ეს გამოიყენა. თუმცა, სანამ აქ მოვიდოდი ბიჭებთან გასახდელში ვიყავი და ვნახე, რამდენიმე მათგანი როგორი დაჟეჟილია.

„ჩვენი და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება. ეს მარტო თქვენთვის არა, ჩვენთვისაც სასარგებლოა. 2003 წელს მსოფლიოს თასზე თავად მომიწია საქართველოს ნაკრებთან თამაშმა. მაშინ ვთქვით, რომ თუ ამ ქვეყანაში რაგბის მეტ ყურადღებას მიაქცევენ ის სულ უფრო წინ და წინ წავა. ეს ასეც ხდება.”

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

„ინგლისელებმა თანამედროვე რაგბის მასტერკლასი ჩაგვიტარეს. გვაჯობეს, როგორც რაგბის თამაშის ცოდნაში, ასევე ფიზიკურ ბრძოლაშიც. იყო ეპიზოდები, როცა ჩვენმა მორაგბეებმა აჩვენეს რა შეუძლიათ. თუმცა, შეუთამაშებელმა გუნდმა ასეთი მაღალი დონის მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს ძალიან ძნელია. სწორედ ამიტომ გვინდა ასეთი თამაშები, რომ საჭირო ცოდნა და გამოცდილება შევიძინოთ.

„ეს მარცხი ცივი შხაპივით იყო.  ჩვენი სიძლიერე კი ისაა, რომ ასეთი წარუმატებლობების შემდეგ სწორ ანალიზს ვაკეთებთ და უფრო ვძლიერდებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ორი თამაში სარგებლობას მოუტანს ჩვენს ახალ გუნდს, მზარდ საქართველოს. მადლობა ინგლისელებს შესანიშნავი გაკვეთილისთვის. ჩვენ კი მეტი სწავლა და შრომა გვჭირდება. მჯერა, ჩვენი გუნდი მეორე მატჩს ბევრად უკეთ ითამაშებს.”

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა