გიორგი აბურჯანია “ანორთოსისში”
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კარიერას კვიპროსის “ანორთოსისში” განაგრძობს, ინფორმაციას ამის შესახებ Kerkida.net ავრცელებს.
როგორც ირკვევა, “ანორთოსისის” წარმომადგენლები 19 წლის ნახევარმცველს ელიტ-რაუნდში, შვეიცარიისა და კვიპროსის 19-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში აკვირდებოდნენ, ხოლო აბურჯანიამ მათზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
შეგახსენებთ, რომ აბურჯანიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი თბილისი “ლოკომოტივში” გაატარა. იქამდე კი, გორის “დილას” ღირსებას იცავდა. მან გორელთა მაისურით ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა.