მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქულ ფინალში ჩამორჩენა შეამცირა
მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-3 მატჩი მოიგო და ჩამორჩენა შეამცირა – 1:2. “ფენერბაჰჩეს” მოედანზე 2 მარცხის შემდეგ მარკოივილის გუნდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და საკუთარ, “აბდი იპექჩის” მოედანზე დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა – 73:64.
მატჩის საწყისი 3 მეოთხედი თანაბარი იყო და ულა-ქულაში მიმდინარეობდა. “გალათასარაიმ” მატჩის ბოლო პერიოდში მოახერხა “ფენერბაჰჩეს” გატეხვა და ჰაერივით საჭირო გამარჯვებას დაეპატრონა.
ქართველმა კალათურთელმა თავისიანთაგან ყველაზე მეტ ხანს ითამაშა. მარკოივილმა მოედანზე 31:47 წუთი გაატარა და თავი 9 ქულას, 3 მოხსნას, 3 ჩაჭრას და 1 პასს მოუყარა. მანუჩარმა 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 1 სამიანი ჩააგდო. საუკეთესო შედეგი ზორან ერცეგმა დააფიქსირა, 17 ქულით, ჩენკ აკიოლმა კი 12 ქულა მოინაგრა.
მომდევნო მატჩი კვლავ “გალათასარაის” დარბაზში, 10 ივნისს გაიმართება.
gbf.ge