მოურინიო: “ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი ვთქვი”
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს თქმით 2007 წელს მას ინგლისის ნაკრების გაწთვრნის შანსი ჰქონდა.
სტივ მაკლარენის გათავისუფლების შემდეგ ინგლისელების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ჟოზე მოურინიო ყოფილა.
“იმ დროს ინგლისურ კლუბთან მუშაობის უფლება არ მქონდა. “ჩელსიდან” კონტრაქტის თანახმად, წასვლის შემდეგ სხვა ინგლისურ კლუბში მუშაობა ორი წლის განმავლობაში არ შემეძლო. ამიტომ, ნაკრების შემოთავაზება საინტერესო იყო.
ლამპარდი, ტერი, ჯო კოული და სხვები მეუბნებოდნენ, რომ დავთანხმებულიყავი. “ჩელსის” მოთამაშეები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჩემი მოსვლა “მანჩესტერის” და “ლივერპულის” ფეხბურთელებსაც სურდათ.
თუმცა, მეუღლემ მითხრა, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და მართალიც აღმოჩნდა. ორი წელი დიდ ტურნირს ვერ დაველოდები. ორი წლის განმავლობაში ყაზახეთთან და სან მარინოსთან თამაში არ შემიძლია.
7 წლის წინ ეს სამსახური საჩემო არ იყო და ვფიქრობ, რომ არც ახლა შეცვლილა რაიმე. თუმცა, რა იქნება მომავალში, ჯერ არ ვიცი” – განაცხადა მოურინიომ.