IRB თბილისის თასი 2014 – ბორჯღალოსნები შეკრებაზე და ღია ვარჯიში
- IRB თბილისის თასი 2014 ტელე და ინტერნეტ ტრანსლაცია
- ბილეთები იყიდება
- ბორჯღალოსნების საშეკრებო რაზმი
- პირველი ღია ვარჯიში
ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირის, IRB თბილისის თასი 2014-ის, გახსნამდე ოთხი დღე რჩება. საქართველო, ესპანეთი, მზარდი იტალია და არგენტინის იაგუარები 14, 18 და 22 ივნისს ავჭალის სარაგბო სტადიონზე დაუპირისპირდებიან. მატჩები 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება.
ტელე და ინტერნეტ ტრანსლაცია
საქართველოს ნაკრების მატჩების ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით იწარმოებს – 14 ივნისს საქართველო-ესპანეთის მატჩს მე-2 არხი აჩვენებს, ხოლო 18 და 22 ივნისს, შესაბამისად: საქართველო-იაგუარების და საქართველო-მზარდი იტალიის მატჩებს კი, პირველი არხი შემოგვთავაზებს. IRB თბილისის თასის ყველა მატჩის ნახვა ინტერნეტ სტრიმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რომელიც იწარმოებს რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე –irb.com >>>
ბილეთები იყიდება
IRB თბილისის თასი 2014-ის თარიღების დაანონსების დღიდან ქართული რაგბის უკლებლივ ყველა ქომაგს აიტერესებდა ბილეთები როდიდან გაიყიდებოდა. ბილეთებიგაყიდვა 9 ივნისიდან დაიწყო. ბილეთები ყოველდღიურად საქართველოს რაგბისკავშირში, ხოლო სამატჩო დღეებში, 14; 18; 22 ივნისს, ავჭალის რაგბისსტადიონის სალაროებში. ყველა ბილეთი დანომრილია.
აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირსგადამყიდველთა წინააღმდეგ სამწუხაროდ არანაირი ბერკეტი გააჩნია, აქედანგამომდინარე ქომაგებს მოვუწოდებთ დროულად იზრუნონ ბილეთებისშეძენაზე.
ბორჯღალოსნების შეკრება და პირველი ღია ვარჯიში
ბორჯღალოსნებმა შეკრება 9 ივნისს შევარდენზე დაიწყეს. მილტონ ჰეიგის განკარგულებაში 29 მორაგბეა. ბორჯღალოსნების სატურნირო განაცხადში გიორგი მჭედლიშვილსა და ლაშა ლომიძეს ვიხილავთ, რომელთაც აქამდე ნაკრებში თითო-თითო მატჩი გაუმართიათ. რაზმში ასევე ვიხილავთ მურაზ გიორგაძეს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უასპარეზია. შეკრებაზე ასევე იმყოფებიან რეზი ჯინჭველაშვილი და გურამ კავთიძე.
ხვალ, 11 ივნისს ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ტურნირის პირველ ღია ვარჯიშს გამართავენ. ვარჯიში დილის 10:00 საათზე დაიწყება. ვარჯიშზე ფოტო და ვიდეო გადაღება შესაძლებელი იქნება პირველი 15 წუთის განმავლობაში.
Rugby,GE