პრევიუ: მექსიკა – კამერუნი
A ჯგუფში ერთი გამოკვეთილი ფავორიტია. დარჩენილ სამ გუნდს კი შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ. ამიტომ, ურთიერთშეხვედრებს ამ გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ტრადიციულად, მექსიკის და კამერუნის ნაკრებები საკუთარ შესარჩევ ზონებში ფავორიტებად ითვლებიან, თუმცა მუნდიალის ფინალურ სტადიაზე მათ უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი წარმატება არ ჰქონიათ.
გუნდების მწვრთნელებმა მიგელ ერერამ და ფოლკერ ფინკემ მატჩის წინ შემადგენლობების დამალვა არ დაიწყეს. მექსიკელებიც და კამერუნელებიც სასტარტოში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გეგმავენ.
ერერას ორი რთული გადაწყვეტილება ჰქონდა მისაღება. მექსიკელი სპეციალისტი სათადარიგოთა სკამზე დასვამს ხავიერ ერნანდესს, რომელსაც მანჩესტერში არც თუ ისე კარგი სეზონი ჰქონდა და ოპტიმალურ ფორმაშიც არ იმყოფება. ასე რომ, შეტევაში დოს სანტოსი-პერალტას დუეტი იმოქმედებს. მეორე რთული გადაწყვეტილება კი, მეკარე ოჩოას სასტარტოში დაყენებას ეხება, რომელმაც ბოლო დროს მოიპოვა პირველი ნომრის სტატუსი.
დიდი ალბათობით, ერერა ტრადიციულ 5-3-2 სქემას მიმართავს, სადაც მოედნის ცენტრში მძლავრ ტრიოს შეტევების დროს ფლანგები აქტიურად დაეხმარებიან.
ფოლკერ ფინკე სასტარტო შემადგენლობას გერმანიასთან გამართული ამხანაგური მატჩიდან გამომდინარე დააყენებს. კამერუნელებმა ტურნირის ერთ-ერთი მთავარ ფავორიტთან ფრედ ითამაშეს, თანაც საკმაოდ კარგი ხარისხის ფეხბურთიც აჩვენეს.
ფინკეს მთავარი არჩევანი დაცვის მარჯვენა ფლანგზე აქვს გასაკეთებელი. გერმანელებთან აღნიშნულ პოზიციაზე ახალგაზრდა ჯეგუე თამაშობდა. თუმცა, ოფიციალურ მატჩში, შესაძლოა, მწვრთნელმა გამოცდილ კადრებს მიანიჭოს უპიარტესობა.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: