სიონმა სომხურ გუნდს ვერ მოუგო
დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა. ევროპა ლიგისთვის მზადების ფარგელბში ერთმანეთის წინააღმდეგ ბოლნისის “სიონი” და ერევნის “მიკა” წარსდგნენ.
მატჩი საკმაოდ ნელ ტემპში წარიმართა. ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმიდნარეობდა, სადაც უპირატესობას ბოლნისელები ფლობდნენ.
ერევნელები იბრძოდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლის გატანის რეალური შანსი მხოლოდ ბოლნისელებს ჰქონდათ.
ორივე მომენტი მეორე ტაიმში შეიქმნა და ორივე ეპიზოდში სტურმები გაშვებული გოლისგან კარის კარკასმა იხსნა.
პირველ შემთხვევაში სტანდარტის შემდეგ “მიკას” საჯარიმოში შექმნილი არეულობით “სიონის” ფეხბურთელებმა ისარგებლეს და კარში დაარტყეს. ხარიხას მოხვედრილი ბურთი მინდორზე დაეცა. ბოლნისელები გოლის ჩათვლას ითხოვდნენ, თუმცა შეხვედრის არბიტრმა მატჩის გაგრძელება ბრძანა.
შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე “სიონს” ჯარიმის შესრულების საშუალება მიეცა. ბურთთან სამხარაძე მივიდა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა კვლავ ხარიხამ მოიგერია.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში ბოლნისელები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები