საწვრთნელი მატჩი თურქულ შეკრებაზე
თურქეთში სამთო კურორტ კარტეპეში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა, დილით ჩატარებული ინტენსიური ვარჯიშის შემდე, ადგილობრივი დროით 16.00 საათზე პირველი საწვრთნელი თამაში გამართეს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- მიხალ ბილეკმა წინასწარ დაგეგმილი ერთი მატჩის გარდა, დამატებითი საწვრთნელი შეხვედრის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი გუნდის მეტოქე თურქმენული კლუბი- შაგადამი გახლდათ, რომელიც საკუთარ ჩემპიონატში, სადაც მცირე პაუზაა, მე-4 პოზიციაზე იმყოფება. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ეს გოლი შეხვედრის მე-2 წუთზე დინამოს ახალწვეულმა- გიორგი ჩირგაძემ თორნიკე გორგიაშვილის გადაცემით გაიტანა. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ:
პირველი ტაიმი- დაუშვილი, ხურცილავა, შერშუნი, ხიდეშელი, კვირკველია, გრიგალშვილი, ცინცაძე, ჯანელიძე, გორგიაშვილი, მერებაშვილი, ჩირგაძე
მეორე ტაიმი- მიგინეიშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, თოთაძე, შერგელაშვილი, ჯიღაური, პარუნაშვილი, ლობჟანიძე, მესხი, პაპუნაშვილი, ზივზივაძე
დღეს შეუერთდნენ გუნდს- გიორგი ლორია, ირაკლი ძარია, გიორგი პაპავა და ოთარ მარცვალაძე, რომლებმაც, ჩისკოსთან ერთად ინდივიდუალურად ივარჯიშეს.
შეკრებაზე მეორე საწვრთნელი მატჩის გამართვა, სამშობლოში დაბრუნების წინა დღით, 19 ივნისს იგეგმება.
fcdinamo.ge