ჰიტცფელდი: „ჩემი ნაკრებით ვამაყობ“
შვეიცარიის ნაკრების თავკაცმა ოტმარ ჰიტცფელდმა ეკვადორთან ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩი შეაფასა.
„ჩემი გუნდით ვამაყობ. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში ზეწოლა ძალიან დიდია.
ჩემს მოთამაშეებს ვუთხარი, რომ მოეთმინათ და ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა თამაშში დაბრუნებულიყვნენ.
თავდაჯერებულობისთვის ეს სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. პირველი ნაბიჯი გადადგმულია. რა თქმა უნდა, ეს მოგება ძალიან დაგვეხმარება“, – განაცხადა ჰიტცფელდმა.
ალექსანდრე მატევოსოვი