ფრანგების იოლი სტარტი
დიდიე დეშამის გუნდმა ჰონდურასელები განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხეს.
ჰონდურასთან მატჩი ფრანგებისთვის იოლი გასეირნება არ უნდა ყოფილიყო. რა თქმა უდნა, ფეხბურთელების კლასში ლე ბლეს უპირატესობა თვალსაჩინოა. თმცა, ამავე დროს ლუის სუარესის გუნდის ინგლისთან ნათამაშები ფრე გარკვეული სიფრთხილისკენ მოუწოდებდა ფრანგებს.
ჰონდურასელებმა კარგად დაიწყეს. კარიბელები ყველა ბურთისთვის იბრძნოდნენ და რაც ყველაზე სასიამოვნოა, მათი ბრძოლა საზღვრებს არ სცილდებოდა და უხეშობაზე არ გადასულა.
თუმცა, უვკე მეათე წუთისთვის ფრანგებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს. თავიდან ვალიადარესის კართან სახიფათო მომენტები მხოლოდ სტანდარტულებიდან იქმნებოდა, რომლებსაც კარგად ვალბუენა ასრულებდა. ორჯერ ჰონდურასელები ძელმა იხსნა. დაძაბულობა პიკს, რაც პოგბას და პალასიოსის მცირე ინციდენტში გადაიზარდა. მსაჯმა ორივე ფეხბურთელი გააფრთხილა, თუმცა ამ ფეხბურთელების ურთიერთობა ამ შეხვედრაში ამით არ დასრულებულა. ტაიმის ბოლო წუთზე პოგბა საჯარიმოში იმავე პალასიომ წააქცია. არბიტრმა უყოყმანოდ დანიშნა 11-მეტრიანი, ჰონდურასელს კი მეორედ უჩევნა ყვითელი ბარათი, რაც ავტომატურად წითელში გადაიზარდა.
ამ ეპიზოდმა ჰონდურასელები გატეხა. ბენზემამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ინტრიგა ფაქტობრივად მინიმუმამდე დაიყვანა.
მეორე ნახევარში ფრანგების დომინირები აშკარა იყო, რაც კიდევ ორ გოლში გადაიზარდა – 3:0.