დინამოში ჩეხი ნახევარმცველი ვარჯიშობს
დინამოში 32 წლის ჩეხი ნახევარმცველი- მარიო ლიჩკა ვარჯიშობს. იგი გუშინ ჩავიდა კარტეპეში, სადაც დინამო საწვრთნელ შეკრებას გადის და დღეს დილით გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. მარიო ლიჩკა ხანგრძლივი საფებურთო კარიერის მანძილზე გამოდიოდა ოსტრავას ბანიკში, სლოვაცკოში, იტალიურ ლივორნოში, ინგლისურ საუთჰემპტონში. 2010-2013 წლებში თამაშობდა ელიტარულ ლიგა 1-ში ფრანგული ბრესტის შემადგენლობაში. თამშობდა ჩეხეთის პირველ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებში. მისი ბოლო კლუბი კი პრაღის სლავია გახლდათ.
ლიჩკა ჩეხეთში ცნობილი საფეხბურთო ოჯახიდანაა. მისი ძმა წარსულში ასევე ფეხბურთელი, დღეს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიხალ ბილეკის ასისიტენტია. მათი მამა კი ცნობილი ჩეხი ფეხბურთელი და მწვრთელი ვერნერ ლიჩკაა, რომელიც მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახლავთ. უფროსი ლიჩკა წლების მანძილზე გამოდიოდა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში, თამაშობდა ჩეხურ, ბელგიურ და ფრანგულ კლუბებში. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი ჩეხურ და ფრანგულ გუნდებს წვრთნიდა.
fcdinamo.ge