სამზადისი მეორე ტურისთვის
თბილისის თასის პირველ რაუნდში, რომელიც შაბათს, 14 ივნისს, ავჭალაში გაიმართა, საქართველომ ესპანეთი, ხოლო არგენტინის იაგუარებმა მზარდი იტალიელები დაამარცხეს.
მეორე რაუნდი ოთხშაბათს, 18 ივნისს ჩატარდება: 17 საათზე ბორჯღალოსნები იაგუარებს ეთამაშებიან, 19 საათზე კი ესპანეთი იტალიას დაუპირისპირდება.
სატურნირო მდგომარეობა
ბონუსის მოპოვებით იაგუარებმა 5 ქულა მოიხვეჭეს, რითაც ცხრილს სათავეში მოქცნენ. 4 ქულით მეორე ადგილზე ბორჯღალოსნები არიან, ესპანელები და იტალიელები კი უქულოდ ბოლო ადგილს იყოფენ.
ხვალ, სამშაბათს, 17 ივნისს, ოთხივე გუნდი გამართავს კაპიტნის ვარჯიშს, რის შემდეგღა გამოქვეყნდება სამატჩო, 22-კაცა, გადანომრილი რაზმები.
ტელე და ინტერნეტ ტრანსლაცია
საქართველო – არგენტინის მატჩს პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი.
ორივე მატჩის ხილვა სტრიმის მეშვეობით შესაძლებელია რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე http://www.irb.com/live/video.html
მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა წარმოებს ყოველდღიურად საქართველოს რაგბის კავშირში, ხოლო სამატჩო დღეს ბილეთები ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიყიდება. თითო სამატჩო დღის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს
Rugby.GE