კლინსმანის ამერიკული ოცნება
სათამაშო დღის ბოლო შეხვედრა აშშ-ს და განას შორის კლინსმანის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა.
მუნდიალისთვის ტრადიციულად ქცეული აშშ-განას დაპირისპირება ამჯერად ამერიკელთა გამაჯრვებით დასრულდა. წინა შემთხვევებში მოგებულები აფრიკელები რჩებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში განელებმა 2:1 გაიმარჯვეს. ეს ანგარიშიც გუშინაც დაფიქსირდა, მაგრამ უკვე აშშ-ს ნაკრების სასარგებლოდ.
შეხვედრა მიმიდნარე მუნდიალის ყველაზე სწრაფი გოლით დაიწყო. კლინტ დემპსიმ პირველ წუთზე დააწინაურა ამერიკელები. კლინსმანის შეგირდები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. გარდამტეხი მომენტი ჟოზი ალტიდორის ტრავმა გახდა. ამერიკელთა შეტევის ლიდერმა როგორც ჩანს მძიმე ტრავმა მიიღო, რაც დიდი დანაკლისი იქნება.
მეორე ნახევარში განელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, ამერიკელები საკუთარ ნახევარზე ჩაკეტეს, რაც 82-ე წუთზე გოლში გადაიზარდა. იქმენბოდა შთაბეჭდილება, რომ ამის შემდეგ განა საბოლოო შტურმზე გადავიდოდა. თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა.
იურგენ კლინსმანის მიერ გაკეთებულმა შეცვლებმა ამერიკელებს გამაჯრვება მოუტანეს. მოედანზე ახლადშემოსულმა ზუსიმ კუთხური ჩამოაწოდა, რომელსაც თამაშში მეორე ტაიმში ჩართულმა ჯონს ბრუქსი გამოეხმაურა და ბურთი განელთა კარში გადაგზავნა – 2:1. კლინსმანმა გამარჯვებით დაიწყო.
განა 1-2 აშშ
გოლები: დემპსი 1′ (0:1); ანდრე აიუ 82′ (1:1); ბრუქსი 86′ (1:2)