ბელგიელთა ოქროს თაობა
დღემდე მსოფლიო ჩემპიონატებზე ბელგიური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომენტი 1982 წლის მუნდიალს ეხებოდა, როდესაც ლეგენდარული დიეგო მარადონა ექვსი ბელგიელის გარემოცვაშია მოქცეული. ეს ფოტო გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და შეიძლება ბელგიური ფეხბურთის სისუსტეზეც მიანიშნებდეს, თუმცა აღსანშნავია, რომ ის შეხვედრა ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა. საერთოდაც, ბელგიური ფეხბურთის იმ პერიოდის თაობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, რაზეც 1986 წლის მუნდიალზე დაკავებული მეოთხე პოზიციაც მეტყველებს.
ამ ისტორიის შემდეგ დიდი დრო გავიდა და 2014 წლის მსოლფიო ჩემპიონატზე ბელგიელები კვლავ ახალი ოქროს თაობით წარსდგნენ. თუმცა, ახალანდელი ბელგიური ნაკრები ძველისგან ძალიან განსხვავებულია. ბელგიელთა ახალი თაობა ძალაინ მრავალფეროვანია. მარკ ვილმოტსის გუნდი მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე მულტი-ეთნიკური გუნდია.
თუმცა, ეს მხოლოდ ბელგიური ისტორია არ არის. ევროპული ფეხბურთი და პოლიტიკა დღეს განსხვავებული მიმართულებით მოძრაობენ. ნაციონალიზმის და სეპარატისტების კერებე ევროპაში უკვე მრავლად ჩნდება, კატალონიიდან – ყირიმამდე. კონტინენტის მასშტაბით საზღვრები ძლიერდება, თუმცა ეს ფეხბურთზე არ აისახება. მაგლითად, გერმანიის ნაკრებში მრავლად არიან პოლონეთში და თურქეთში დაბადებული ფეხბურთელები. სერბი ემიგრანტები კი -შვეიცარიის ნაკრების წამყვან ძალას წარმოადგენენ. პორტუგალიის ნაკრებში ნატურალიზირებული ბრაზილიელი არავის უკვირს. ბელგიელთა მთავარი იმედის, 19 წლის ადნან იანუზაის ისტორია კი ყველასთვის ცნობილია.
ბელგიელები ამბობენ, რომ მათ ქვეყანას მხოლოდ მონარქია და საფეხბურთო ნაკრები აერთიანებენ. თუმცა, მოდით გულახდილებით ვიყოთ და ვთქვათ, ბელგიელებმა მსოფლიო ჩემპიონატი რომც მოიგონ, ეს მათ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებს ვერ მოაგვარებს. ამის ნათელი მაგალითი საფრანგეთის 1998 წლის ტრიუმფია. ფრანგებმა ტურნირი სწორედ მულტი-ეთნიკური ნაკრებით მოიგეს. თუმცა, ამ ფაქტს ქვეყნის გაერთიანება არ მოჰყოლია. ფრანგი ნაციონალისტები აქტიურად ამახვილებნდნენ ყურადღებას მოთამაშეთა უმრავლესობის არაფრანგულ წარმოშობაზე.
საფრანგეთის ნაკრებთან და სხვა ევროპულ გუნდებთან შედარებით ბელგიური გუნდი საკმაოდ ჰომოგენურია. ნაკრების თითქმის ყველა წევრი ბელგიაშია დაბადებული და რამდენიმე მოთამაშე დღესაც ბელგიური კლუბების ღირსებას იცავენ. თუმცა, ნაკრების ლიდერები ევროპულ ტოპ-ჩემპიონატებში ასპარეზეობენ, განსაკუთრებით მრავლად ბელგიელები პრემიერლიგაში გვხვდებიან: ვინსენტ კომპანი, ედენ აზარი, რომელუ ლუკაკაუ, კევინ მირალიასი, მარუან ფელაინი და სიმონ მინოლე წამყვან ინგლისურ კლუბებში თამაშობენ. ეს დღევნადელი ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი რეალობაა – ძლიერი ძალების ერთ კონკრეტულ ლიგაში ლიგაში კონცენტრირება.
დღევანდელი ბელგიის ნაკრები შესაძლოა საკმაოდ ემოციური ისტორიის შემოქმედი გახდეს: ერთი ქვეყანაში დაბადებული ერთი თაობის ახალგაზრდობა, რომელიც შემდეგ ევროპის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტა, კვლავ ერთად შეიკრიბა, რათა საკუთარ ქვეყანას წარმატება მოუტანოს. სიუჟეტი რა თქმა უნდა საინტერესო და სენტიმენტალურიც კი არის, თუმცა რეალური შედეგი ამას არ მოაქვს. იმედი, რომ სპორტი პოლიტიკური პრობლემების გადამწყვეტი გახდება, ყოველთვის არის. თუმცა, როგორც წესი, იმედი მალევე ქრება. ბელგიელებმა მუნდიალიც რომ მოიგონ ეს ქვეყნის შიდა პრობელმების გადამწყვეტი ფაქტორი ვერ იქნება. პირველ რიგში ეს ლამაზ საფეხბურთო ისტორიად დარჩება.