გრიგალაშვილი და შერგელაშვილი – შეკრებასა და მსოფლიო თასზე
თურქული შეკრების მერვე დღეს დინამოელები კვლავ ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებენ, ხვალ კი დილით ვარჯიში და შემდეგ, საღამოს შეკრებაზე მეორე საწვრთნელი მატჩი იგეგმება. ჩვენი გუნდის მეტოქე საუდის არაბეთის წარმომადგენელი ალ ფაისალი იქნება. დღის სტუმრები ელგუჯა გრიგალაშვილი და ლაშა შერეგელაშვილი იქნებიან. დინამოელები ტრადიციულად შეკრების შესახებ და მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელი სათამაში დღის შესახებ გვეტყვიან თავიანთ მოსაზრებას, მაგრამ მანამდე ნიკა დაუშვილის გუშინდელ ვარაუდს გავიხსენებდით, რომლის სამივე პროგნოზი გამართლდა.
ელგუჯა გრიგალაშვილი – ჩემი აზრით აუცილებლად რომ გამოგადგება სეზონის მსვლელობისას ისეთი შეკრებაა. ადრე უბურთოთ ვიღებდით დატვირთვებს, ახლა ბევრად უფრო მეტი დატვირთვებია, მაგრამ ყველაფერი ბურთთან ერთად. პატარა დისტანციები, მაგრამ ინტენსიური, გამძლეობას რაც გაზრდის, ერთი სიტყვით ფეხბურთი რაც არის და ფეხბურთს რას სჭირდება. მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ თამაშებს რაც შეეხება, ჰოლანდია ფავორიტია და უნდა მოიგოს. ხორვატიამ ადვილად შეიძლება ვერ მოიგებს, მაგრამ მაინც აჯობებს კამერუნს. ესპანეთი დაამარცხებს ჩილეს და ვფიქრობ დიეგო კოშტაც გაიტანს.
ჰოლანდია – ავსტრალია 1
ესპანეთი – ჩილე 1
ხორვატია – კამერუნი 1
ლაშა შერეგელაშვილი – ჩემთვის მეორე შეკრებაა პირველ გუნდთან ერთად. მშვიდ გარემოში ვემზადებით. მეც იგივეს ვიტყვი, დიდი დატვირთვები გვაქვს, მაგრამ ყველაფერი სათამაშო სიტუაციებში ხდება. მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ შეხვედრებზე ვერ ვიქნები ორიგინალური, ჩემი აზრით სამივე ფავორიტი მოიგებს.
ჰოლანდია – ავსტრალია 1
ესპანეთი – ჩილე 1
ხორვატია – კამერუნი 1
FCDinamo.Ge