სამუნდიალე კონკურსის მეშვიდე დღის პირველი მატჩის გამარჯვებულები
როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ავსტრალიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.
სამუნდიალე კონკურსის მეშვიდე დღის პირველი მატჩის კითხვები იყო:
1) გაიტანს თუ არა ორივე გუნდი? — კი;
2) მატჩის რომელ მონაკვეთში გავა პირველი გოლი? (1-30 წთ; 31-60 წთ; 61-90+ წთ; არ იქნება გოლი); — 1-30 წთ;
3) იქნება თუ არა თერთმეტმეტრიანი? — კი;
4) გაიტანს თუ არა რობინ ვან პერსი? — კი.
კონკურსის მეშვიდე დღის პირველი მატჩის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
მომხმარებელი: | სწორი პასუხების რაოდენობა: | მოგებული თანხა: | |
SHVELIDZE | 4 | 15 | |
NEYMAR. | 4 | 15 | |
SHOSHIA111 | 4 | 15 | |
JOHNANTHONY | 4 | 15 | |
MAM2013 | 4 | 15 | |
JABA123 | 4 | 15 | |
LEVANCHI31 | 4 | 15 | |
LFC | 4 | 15 | |
VERDZO | 4 | 15 | |
TOTTENHAM HOTSPUR | 4 | 15 |
გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, გთხოვთ, მოითმინოთ, რადგანაც თანხის დარიცხვას სწორედ „ევროპაბეთი“ ახორციელებს და ჩვენ ვერანაირად დავაჩქარებთ ამ პროცესს. თავისთავად, თანხები რომ დაირიცხება, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.