პრევიუ: ურუგვაი – ინგლისი
წარუმატებელი პირველი ტურის შემდეგ ურუგვაი და ინგლისი ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევენ.
D ჯგუფი მუნდიალზე თავიდანვე ერთ-ერთ ყველაზე რთულ კვარტეტად ითვლებოდა. ურუგვაისთან კოსა-რიკის სენსაციური გამაჯრვების შემდეგ კი, ინტრიგა ამ ოთხეულში კიდევ უფრო გამძაფრდა.
ურუგვაელები ლუის სუარესზე ამყარებენ დიდ იმედებს, რომელიც ტრავმის შემდეგ უბრუნდება საკუთარ ნაკრებს. პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშის გამოჩენას ძირითადში ელიან. თუმცა, რამდენად არის სუარესი ოპტიმალურ ფორმაში, ეს უშუალოდ მატცის დროს გამოჩნდება.
ინგლისელთა მთავარ იმედად კი რა თქმა უნდა უეინ რუნი რჩება. იტალიასთან მანჩესტერელს დამაჯერებლად არ უთამაშია, თუმცა სტარიჯზე საგოლე პასის გაკეთება მაინც მოახერხა. ის შეხვედრა რუნიმ შეტევის მარცხენა ფრთაზე გაატარა. ახლა კი, ბრიტანული პრესის ცნობით, ჰოჯსონი მას ცენტრში დააყენებს.
მნიშვნელოვანი მატჩის წინ ურუგვაელებს დაცვის ხაზში სერიოზული პრობელმები აქვთ. ტრავმირებულია მათი ძირითადი მცველი დიეგო ლუგანო. მარჯვენა მცველ მაქსი პერეირას კი დისკვალიფიკაცია აქვს.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: