ტაბარესი: „კავანიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“
ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა ინგლისთან მოგებული მატჩი შეაფასა.
„ინგლისს სუსტი წერტილები არ აქვს, ეს გუნდი ძალიან ძლიერია, მას ჩინებული ნახევარდაცვა და ძლიერი თავდამსხმელები ჰყავს, რომელთა შორისაც ყველა ბომბარდირია.
თუმცა ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მნიშვნელოვანი როლი კავანიმაც ითამაშა. ჯერარდმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ აჩვენა, რადგან ამის გაკეთების საშუალებას მას სწორედ ედინსონი არ აძლევდა. ვფიქრობ, ამ თამაშის მოგებაში დიდი როლი სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა. გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ, რადგან ინგლისი ძლიერი მეტოქეა.
ორივე გოლი სუარესმა გაიტანა, რომელსაც ერთი თვის წინ ტრავმა ჰქონდა და ოპერაცია გადაიტანა. პლეიოფში ჯერ არ გავსულვართ, თუმცა, რასაკვირველია, ცოტა დავმშვიდდით“, – განაცხადა ურუგვაელთა თავკაცმა.