პრევიუ: ბელგია – რუსეთი
ალჟირთან რთული მატჩის შემდეგ ბელგიას რუსეთთან ელის დაპირისპირება.
მუნდიალის პირველ მატჩში ბელგიელთა ოქროს თაობამ გულშემატკივართა მოლოდინი ვერ გაამართლა. მარკ ვილმოტსის გუნდმა მხოლოდ მეორე ნახევარში შესძლო მეტოქის გატეხვა. თუმცა, ფეხბურთში ხასიათის სიმტკიცესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც წინა შეხვედრაში ბელგიელებმა ყველა დაანახეს.
რუსებმა პირველ შეხვედრაში კორეის დამარცხება ვერ მოახერხეს. გამორიცხული არ არის ფაბიო კაპელომ შემადგნელობაში გარკვეულ ცვლილებებს მიმართოს. ძირითადში უნდა ველოდოთ ძაგოევს და კერჟაკოვს, რომელბიც კორეელებთან საკამოდ კარგად შემოვიდნენ შეცვლაზე.
გასულ მატჩში შეცვალზე შემოსულმა ფეხბურთელება განაპირობეს ბელგიელთა წარმატებაც. ამიტომ, სიახლეებს ვილმოტსისგანაც უნდა ველოდოთ. ალჟირთან სუსტად მოთამაშე ჩადლის და დემბელეს ნაცვლად გოლის ავტორების, ფელაინის და მერტენსის გამოჩენას უნდა ველოდოთ.
დანაკლისზეც უნდა ვთქვათ. კითხვის ნიშნის ქვეში არის ბელგიელთა კაპიტნის, ვინსენტ კომპანის თამაში. რუსეთის ნაკრებში ყველა ჯანმრთელადაა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბელგია: კურტუა – ალდერვეირელდი, კომპანი, ვან ბუიტენი, ვერტონგენი – ვიტსელი, ფელაინი, მერტენსი, დე ბრეინე, აზარი – ლუკაკუ.
რუსეთი: აკინფეევი – ეშენკო, ვ.ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, დ.კომბაროვი – დენისოვი, გლუშაკოვი – სამედოვი, ძაგოევი, კოკორინი – კერჟაკოვი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: