რა პოზიციაზე ითამაშებს რუნი მომდევნო სეზონიდან?!
“მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს ლუი ვან გაალს სურს, რომ მომდევნო სეზონიდან უეინ რუნი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშოს.
როგორც Daily Mirror გვამცნობს, ვან გაალს სურს, რომ სასტარტო შემადგენლობაში ერთდროულად დააყენოს ხუან მატა, უეინ რუნი და რობინ ვან პერსი. რობინი თავდასხმაში იდგება, მატა ფლეიმეიქერის პოზიციას დაიკავებს, ხოლო რუნის მოუწევს უკან, ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში.
სწორედ მინდვრის ცენტრში ითამაშებს რუნი წინასასეზონო ტურნეზეც. ვან გაალმა ასეთი გადაწყვეტილება თავისი დამხამრეების მეშვეობით მიიღო.
ლუიმ უარი განაცხადა, რუნის ვინგერად გამოყენებაზე. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩზე, იტალიასთან უეინმა ვინგერად ითამაშა. რობინი კი უდაოდ ცენტრალურ თავდამსხმელად მოგვევლინება და დიდი ალბათობით კაპიტნის სამკლაურსაც მოირგებს.
ლუი ვან გაალი თვლის, რომ რუნის შეუძლია ბურთი მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთში მიაწოდოს პარტნიორს, შეუძლია ბოლომდე ბრძოლა, შეტევების ჩაშლა და ბურთის კარგი კონტროლი. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადაწყვიტა ეს ყველაფერი ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
ვან გაალს ეს გადაწყვეტილება იმანაც მიაღებინა, რომ რეალურად ამ პოზიციაზე “იუნაიტედს” რუნიზე უკეთესი არავინ ჰყავს. მაიკლ კერიკმა, ტომ ქლევერლიმ და მარუნ ფელაინიმ სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარეს. ფლეტჩერზეც დაყრდნობა ცოტა არ იყოს სარისკოა.
დავამატებ იმასაც, რომ რუნის ამ პოზიციაზე დგომის გამოცდილება აქვს, რადგან ის არაერთხელ გამოუყენებია სერ ალექსს ამ ამპლუაში. მეტიც, ფერგიუსონი თვლიდა, რომ რუნის მომავალი პოზიცია სწორედ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია იქნებოდა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/