პრევიუ: ჰოლანდია – ჩილე
ჰოლანდია-ჩილეს მატჩში B ჯგუფის გამარჯვებული გამოვლინდება.
ჰოლანდიის და ჩილეს ნაკრებებმა პლეი-ოფის საგზური მეორე ტურში გაინაღდეს. ჯგუფის გამარჯვებული ვინაობს კი ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ. წაგებული 1/8-ფინალში დიდი ალბათობით ბრაზილიას შეხვდება, რაც სასიამოვნო პერსპექტივა არ არის. ამიტომ, აღნიშნულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ჰოლანდიას პირველ ადგილზე გასასვლელად გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობის წყალობით ფრეც აწყობს. თუმცა, ჩილეს ძლიერ ნაკრებთან ეს შედეგი ადვილი მისაღწევი არ არის.
ევროპული ნაკრებები ბრაზილიაში ვერ ბრწყინავენ, თუმცა ჰოლანდიაზე ამას ვერ ვიტყვით. ესპანეთის განადგურების შემდეგ ვან გაალის შეგირდებმა ავსტრალიასაც აჯობეს და გამოცდილებისა და ახალგაზრდობის სინთეზის შესანიშნავი მაგალითი აჩვენებს მსოფლიოს.
პირველ ორ ტურში კარგი იყო ჩილეც. სწრაფი, ტექნიკური და შემტევი ფეხბურთით ჩილელებმა ავსტრალია და ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხეს.
ორივე მწვრთნელს საკადრო პრობელმების გამო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწევთ. რობინ ვან პერსი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ბრუნო ბარტინ ინდიმ ტრავმა მიიღო. ჩილელებს ლაზარეთში ესპანეთის კარში გოლის ავტორი ჩარლს არანგისი ჰყავთ.
ჰოლანდია: სილესენი – იანმაატი, დე ვრეი, ვლაარი, ბლინდი – დე იონგი, დე გუზმანი – სნეიდერი – რობენი, ლენსი, კუიტი.
ჩილე: ბრავო – ჰარა, მედელი, სილვა – ისლა, დიასი, გუტიერესი, მენა – ვიდალი – სანჩესი, ვარგასი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: