დინამოელები ჰოლანდიაში მიემგზავრებიან
21 ივლისს დინამოელები თურქული შეკრებიდან დაბრუნდნენ. გუნდს 2 დღით დასვენების საშუალება ჰქონდა. დღეს დილით კი ფეხბურთელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს. გამთენიისას გუნდი გეზს ჰოლანდიისკენ აიღებს, სადაც 8 ივლისამდე მოემზადება. გუნდი დაბა ჰოენდერლოოში, სასტუმრო HOTEL VICTORIA- ში იცხოვრებს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მზადების ერთ-ერთ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრები გუნდიც იმყოფებოდა. დინამოს შემადგენლობა ასეთი გახლავთ:
გიორგი ლორია, ომარ მიგინეიშვილი, ნიკა დაუშვილი, ლაშა თოთაძე, ლაშა შერგელაშვილი,დავით ხურცილავა, საბა ლობჟანიძე, გიორგი გველესიანი, თორნიკე გორგიაშვილი,გიორგი მერებაშვილი, გიორგი ჩირგაძე, მათე ცინცაძე, დავით კვირკველია, ელგუჯაგრიგალაშვილი, გიორგი ხიდეშელი, ჯაბა ჯიღაური, ლაშა პარუნაშვილი, ირაკლი ძარია,გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ოთარ მარცვალაძე, პატრიკ ვუო, მარიო ლიჩკა, რაფა ჯორდა.
გუნდს სავარაუდოდ 2 ივლისს შეუერთდება ჩისკო მუნიოსი, რომელსაც ტრავმა აწუხებს.
p.s. 25 ივნისს დაემატება დინამოელებს გიორგი ჯანელიძე, რომელსაც საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი თანაგრძნობას უცხადებს დედის გარდაცვალების გამო.
fcdinamo.ge