რიოს რობენი სურდა
რიო დერდინანდი თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ათი წლის წინ უნდა გამოეჩინა სურვილი და არიენ რობენი უნდა შეეძინა.
როგორც კი რობენს 20 წელი შეუსრულდა, “ჩელსიში” გადავიდა, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცა. თავისი კარიერის განმავლობაში, რობენს გარდა სამშობლოსა, ჩემპიონის ტიტული მოგებული აქვს ინგლისში, ესპანეთში და გერმანიაში.
ფერდინანდი გაოცებულია 30 წლის ჰოლანდიელის მუნდიალზე თამაშით. რიო სწუხს, რომ თავის დროზე “იუნაიტედმა” რობენი ხელიდან გაუშვა.
“ჯერ-ჯერობით რობენი გასაოცრად ატარებს ტურნირს და პირველად არ ხდება რომ ვფიქრობ – “და რა იქნებოდა რომ…” – “მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ მისი შესყიდვის შანსის ხელიდან გაშვებაზე, როცა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო.”
“ის “იუნაიტედის” ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო. იგი მოუხდებოდა კლუბს. 2002/03 წლების სეზონი დიდებულად ჩაატარა “პსვ” – ში და როცა ის 19 წლის იყო სერ ალექს ფერგიუსონს სურდა მისი შესყიდვა.”
“იუნაიტედმა” სულ რაღაც 5 მლნ. ფუნტი შესთავაზა რობენის სანაცვლოდ, რადგან სერ ალექსი არასდროს ზედმეტ ფულს არც-ერთი ფეხბურთელისთვის. როცა უარი შემოგვითვალეს, “ჩელსიმ” რობენი 12 მლნ. ფუნტად იყიდა.” – ციტირებს რიოს Mail on Sunday.
წყარო: მანჩესტერ იუაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/