ესპანეთი მუნდიალს გამარჯვებით დაემშვიდობა
ესპანეთის ნაკრებმა პრესტიჟის მატჩში საკმაოდ კარგი ფეხბურთი ითამაშა და ავსტრალია დაამარცხა.
ბოლო ტური ესპანელებისთვის და ავსტრალიელებისთვის ფორმალობად იქცა. თუმცა, ორი კვირის წინ ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა.
შეხვედრა ავსტრალიის აქტიურობით დაიწყო, მაგრამ მალევე დელ ბოსკეს გუნდმა გარდატეხა შეიტანა თამაშში და ძველ, ყველასთვის ნაცნობ ესპანეთს დაემსგავსა. გამოირჩეოდა დავიდ ვილა, რომლისთვისაც აღნიშნული შეხვედრა უკანასკნელი იყო ესპანეთის ნაკრების მაისურით. კარგი იყო ინიესტა, რომელიც მეასე შეხვედრას ატარებდა “ფურია როხას” შემადგენლობაში.
შესვენებამდა ესპანელების შეტევება შედეგი გამოიღეს. ინიესტამ მარჯვენა ფლანგზე ხუანფრანი მოძებნა. “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა ბურთი საჯარიმოში გადაგზავნა, სადაც გადაცემას დავიდ ვილა გამოეხმაურა და ეფექტურად გადაგზავნა ავსტრალიელთა კარში.
მეორე ნახევარში თამაშს სურათი არ შეცვლილა. მწვანე კონტინენტის წარმომადგენლები ცდილობდნენ, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა. დელ ბოსკეს გუნდის გააქტიურებას რაიანის კართან აუცილებლად მოჰყვებოდა გარკვეული ხიფათი. კვლავ მშვენიერი იყო ინიესტა -“იუბილარმა” ტორესს გაატანინა.
მესამე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შექნეს. ფაბრეგასი-მატას კომბიანაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა.
ფურიამ გამოსამშვიდებებელ მატჩში ის ფეხბურთი აჩვენა, რომელსაც მისგან ყველა ელოდა. თუმცა, ნათელია, რომ მათი სტილი ისეთი ეფექტური აღარ არის როგორც ეს ადრე იყო.
გოლები: ვილა 36′ ; ტორესი 69′ ; მატა 83′