პრევიუ: ბოსნია და ჰერცეგოვინა – ირანი
ბოსნიამ ორი მარცხის შემდეგ პლეი-ოფში თამაშის შანსი დაკარგა. ირანს კი, გამარჯვების შეთხვევაში მცირე იმედი უჩნდება.
ბოსნიაში ფეხბურთის განვითარების ლოგიკური შედეგი იყო ადგილობრივი გუნდის მუნდიალზე მოხვედრა. რამდენიმე მწვრთნელის თავკაცობით ბოსნიას ყოველთვის ერთი ნაბიჯი აკლდებოდა ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ. სუშიჩმა კი ეს მოახერხა და უკვე ჯგუფურ ეტაპზე აღმოჩენილს გაცილებით მეტის მიღწევის სურვილიც გაუჩნდა. მაგრამ, პირველ ჯერზე პლეი-ოფში გასვლა ბოსნიამ ვერ შესძლო.
საკვალიფიკაცია მატჩების დროს ბოსნიელები 4-4-2-ით თამაშობდნენ და აქცენტს შემტევს ფეხბურთზე აკეთებდნენ. თუმცა, მუნდიალისთვის სუშიჩმა ამ ტაქტიკაზე უარი თქვა და ჯეკოს პარტნიორი იბიშევიჩი სათადარიგო სკამზე დასვა. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ჩანაფიქრმა არ გაამართლა.
კარლუშ კეირუში კი პირიქით მოიქცა და ტაქტიკის შეცვლა არ დაიწყო. ირანმა პორტუგალიელი სპეციალისტისთვის დამახასიათებელი დაცვითი ფეხბურთი ითამაშა ორივე მატჩში და ბოლო ტურის წინ მცირე შანიც შეინარჩუნა.
ბოსნია და ჰერცეგოვია – ირანი
სავარაუდო შემადგენლობები:
ბოსნია და ჰერცეგოვინა: ბეგოიჩი – მუიჯა, შუნიჩი, სპაჰიჩი, ლულიჩი – ბეშიჩი, ბედუნიანინი, პიანიჩი – მისიმოვიჩი – ჯეკო, იბიშევიჩი.
ირანი: ჰაგიგი – მონტაზერი, სადიღი, ჰოსეინი, ფოოლადი – თეიმურიანი, ნეკუნამი – ჰეიდარი, ჰაისაფი, დეჟაგა – ღუჩანეჯადი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: