მესი: „წელს უჩვეულო მსოფლიო ჩემპიონატია“
ლიონელ მესიმ ჯგუფურ ეტაპზე თავისი ნაკრების გამოსვლა შეაჯამა.
„ნიგერიასთან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ვფიქრობ, გულშემატკივრებმა ისიამოვნეს. საერთო ოცნებისკენ სვლას ვაგრძელებთ. ჩვენ თავისუფალი სივრცის მოძებნა და სახიფათო მომენტების შექმნა მოვახერხეთ. კარგია, რომ ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით, რომელსაც ბევრი გამორჩეული მოთამაშე ჰყავს. ჩემი აზრით, არგენტინა კარგი იყო, მაგრამ მე უფრო მეტი მსურდა.
წინა შეხვედრებში საკუთარ დონეზე ვერ ვითამაშეთ, თუმცა ნიგერიელებთან დაპირისპირების წინ ტაქტიკა შევცვალეთ, რაც საგოლე ეპიზოდების შექმნაში დაგვეხმარა. დაცვაში უკეთესად თამაში უნდა ვისწავლოთ.
საერთოდ კი, იძულებული ვარ აღვნიშნო, რომ წელს უჩვეულო მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. ბევრი არაპროგნოზირებადი შედეგი დაფიქსირდა, მაგრამ არგენტინა ჯერჯერობით თავისი გზით მიდის“, – განაცხადა ლეომ.