პრევიუ: ბრაზილია – ჩილე
პლეი-ოფის პირველ მატჩი მასპინძლები ჩილეს გუნდს დაუპირისპირდებიან.
ჩილეს ბრაზილიასთან საკამოდ ცუდი სტატისტიკა აქვს. უკანასკნელად ჩილელებმა სელესაოს დამარცხება 14 წლის წინ მოახერხეს. სამპაოლის თავკაცობით ჩილე ბრაზილიას ორჯერ შეხვდა. ერთი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, მეორე შეხვედრაში კი ბრაზილიელებმა 2:1 იმარჯვეს.
მასპინძლებს ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ბევრს აკრიტიკებდნენ. განსაკუთრებით სასტარტო ორი ტურის შემდეგ. მიუხედავად ამისა, სელესაო ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.
ჩილემ ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურა. ჩილეს ნაკრებმა კარგად ორგანზებული, ტექნიკური ფეხბურთი ითამაშა და გულშემატკივრის დიდი სიმპათია დაიმსახურა.
სკოლარის გუნდში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. შემადგენლობის მხრივ მთავარი კითხვა ფერნანდინიოს ეხება, რომელმაც შესაძლოა ძირითადში პაულინიო შეცვალოს.
სამპაოლის გუნდში კითხვის ნიშნის ქვეშ არის გარი მედელის თამაში, რაც ჩილესთვის დიდი დანაკლისი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაზილია: ჟულიო სეზარი – ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო – ფერნანდინიო, ლუის გუსტავო, ოსკარი – ჰალკი, ფრედი, ნეიმარი.
ჩილე: ბრავო – ხარა, მედელი, სილვა – ისლა, არანგისი, დიასი, მენა – ვიდალი – ვარგასი, სანჩესი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: