პრევიუ: კოლუმბია – ურუგვაი
სუარესის გარეშე დარჩენილი ურუგვაი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში კოლუმბიას შეხვდება.
კოლუმბიამ და ურუგვაიმ ჯგუფური ეტაპი განსხვავებულად გაიარეს. კოლუმბიელებმა 1/8-ფინალის საგზური მეორე ტურში გაინაღდეს, ურუგვაიმ კი მესამე ტურის ბოლო წუთებზე მოახერხა პლეი-ოფში გასვლა.
კოლუმბიის ნაკრების თავკაცი ხოსე პეკერმანი ძირითად შემადგენლობას სავარაუდოდ პირევლი ორი ტურის მატჩებიდან გამომდინარე დააყენებს. მესამე შეხვედრაში პეკერმანმა უახლოეს რეზერვს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.
ურუგვაის ნაკრებმა იტალიასთან მატჩში ლუის სუარესი დაკარგა. ინგლისთან და იტალიასთან ტაბარესმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და კავანი-სუარესის შემტევი დუეტის კლასსზე გააკეთა. დღევანდელ შეხვედრაში სუარესს სავარაუდოდ ფორლანი შეცვლის, თუმცა საკითხავი ის არის, რამდენად მოახერხებს ვეტერანი გუნდის ლიდერის სრულფასოვან შეცვლას.
სავარაუდო შემადგენლოები:
კოლუმბია: ოსპინა – არმერო, საპატა, იეპესი, სუნიგა – კარლოს სანჩესი, აგილარი – კუადრადო, ხამეს როდრიგესი, იბარბო – გუტიერესი.
ურუგვაი: მუსლერა – კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ა.პერეირა – გონსალესი, რიოს, კრისტიან როდრიგესი – ლოდეირო – ფორლანი, კავანი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: