პინილიას ბრაზილიის არ ეშინია
ჩილეს ნაკრების თავდამსხმელმა მაურისიო პინილიამ განაცხადა, რომ მის გუნდს ბრაზილიასთან მოახლოებული შეხვედრა არ აშინებს.
„წინ ძალიან რთული მატჩი გველის. ჩვენი მეტოქე ტურნირის ფავორიტი იქნება, თუმცა ამის გამო ფარ-ხმლის დაგდებას არ ვაპირებთ. სიმართლე რომ გითხრათ, ბრაზილიის არც კი გვეშინია“, – განახადა მაურისიომ.
შეგახსენებთ, რომ პინილია მოედანზე ჯგუფური ეტაპის ორ მატჩში გამოვიდა. ორივე შემთხვევაში იგი შეხვედრის ბოლო წუთზე თამაშობდა. ჯამში მისმა სათამაშო დრომ 12 წუთი შეადგინა, გოლის გატანა ამ პერიოდში მან ვერ შეძლო.