დრამატულ მატჩში მოპოვებული გამარჯვება
მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფი დრამატული მატჩით დაიწყო, სადაც ბრაზილიის ნაკრებმა ჩილეს პენალტების სერიაში სძლია.
შეხვედრის პირველ ნახევარში ორივე გუნდი ფაქტობრივად ერთნაირ ფეხბურთს თამაშობდა. თუმცა, მცირე უპირატესობა მაინც ბრაზდილიელთა მხარეს იყო, რაც მე-18 წუთზე ანგარიშზეც აისახე. ნეიმარის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში დავიდ ლუისმა გახსნა.
გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლები არ გაჩერებულან. სხვაობის ორამდე გაზრდა ნეიმარს შეეძლო, თუმცა უშედეგოდ.
ბრაზილიელები დაცვაშიც კარგად თამაშობდნენ, სანამ საქმეში ჰალკი არ ჩაერია. სწორედ სელესაოს შემტევის უხეშ შეცდომას მოჰყვა ჩილელთა გოლი, რომლის ავტორი ალექსის სანჩესი გახდა.
ტაიმის დასრულებამდე სკოლარის შეგირდებს კიდევ რამდენიმე კარგი მომენტი შეექმნათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა. 55-ე წუთზე ჰალკა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ჰოვარდ ვების აზრით ბრაზილიელმა შემტევმა ხელით ითამაშა.
დარჩენილ დროში თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. ბოლოსს თავის გამოჩენის საშუალება ისევ ჰალკს ჰქონდა, თუმცა ბრავომ ჩილე გადაარჩინა და მატცი დამატებით დროში გადაიყვანა.
ოვერტაიმში გუნდები საკმაოდ თანაბრად გამოიყურებოდნენ. შეტევაში ბრაზილიაც და ჩილეც მიდიოდა. თუმცა, ყველაზე რეალური მომენტი 120-ე წუთზე ჩილელ პინილიას ჰქონდა, რომლის დარტყმა ხარიხამ მოიგერია.
მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც უფრო ზუსტები მასპინძლები აღმოჩნდნენ. ბრაზილიელები 1/4-ფინალში კიდევ ერთ გამორჩეულ გუნდს, კოლუმბიას შეხვდებიან.
ბრაზილია – ჩილე 1:1 (პენ. 3:2)
გოლები: დავიდ ლუისი 18′ (1:0); ალექსის სანჩესი 32′ (1:1)