კოლუმბიამ ურუგვაის აჯობა
ხოსე პეკერმანის გუნდმა 1/8-ფინალურ მატჩში ურუგვაის იოლად სძლია.
კოლუმბიელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მეშვიდე წუთისთვის ორი სახიფათო მომენტიც შექმნეს. გოლის გატანის შანსი კუადრადოს და სუნიგას ჰქონდათ.
ტაიმის შუაში ტემპი საგრძნობლა დაეცა. ყველაფერი უგოლო პირველი ტაიმისკენ მიდიოდა, თუმცა მოვლენათა ასეთ განვითარებას ხამეს როდრიგესი არ ეთანხმებოდა, რომელმაც ულამაზესი დარტყმით მოახერხა ანგარიშის გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ ურუგვაელებმა შეუტიეს და ფორლანი-კავანის კომბინაციის შემდეგ გათანაბრებაც შეეძლოთ.
მეორე ტაიმში კოლუმბიელებმა კიდევ უფრო მოუმატეს და მალევე კუადრადოს კარგი თამაშის შემდეგ ხამეს როდრიგესმა დუბლი გაიფორმა. ტაბარესმა შეტევის გაძლიერებმა ცვლილებებით სცადა, ურუგვაი კი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადაერთო.
ბოლო წუთებზე ურუგვაელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ოსპინას კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
კოლუმბიელებმა ურუგვაის საკმაოდ დამაჯერებლად სძლიეს და ახლა ტურნირის მასპინძებთან მატჩისთვის მოემზადებიან.
გოლები: ხამეს როდრიგესი 28′ ; 50′