პრევიუ: ჰოლანდია – მექსიკა
ჯგუფურ ეტაპზე დამაჯერებლად მოასპარეზე გუნდები ურთიერთობას 1/8-ფინალში გაარკვევენ.
2010 წელს ჰოლანდია საკმაოდ ფრთხილი ფეხბურთი გათამაშების ფინალამდე მივიდა. ლუი ვან გალის გუნდი ბერტ ვან მარვეიკის ნაკრებისგან საგრძნობლად განსხვავდება. ახლა ჰოლანდიელების მთავარი იარაღი შეტევაა. თუმცა, შემტევი თამაშის საჩვენებლად ჰოლანდია ყოველთვის პირველ ნომრად თამაშს არ ირჩევს.
ამით მექსიკის ნაკრები დღევანდელ მეტოქეს ძალიან გავს. ბრაზილიასთან და ხორვატიასთან მიგელ ერერამ დაცვიდან ააწყო თამაში, მაგრამ პირველივე შესაძლებლობას მექსიკელები შესატევად იყენებდნენ.
ჰოლანდიას დისკვალიფიკაციის შემდეგ რობინ ვან პერსი უბრუნდება. მცირე პრობლემები ჰქონდათ რობენს, ბლინდს, დე ვრესი და ნაიჯელ დე იონგს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოსალოდნელია ბრუნო მანტინს ინდის დაბრუნებაც.
მექსიკელებს დისკვალიფიკაციის გამო საყრდენი ნახევარმცველი ხოსე ხუან ვასკესი ვერ დაეხმარება. მოსალოდნელია, რომ მის ნაცვლად სასტარტოში ვეტერანი კარლოს სალსიდო გამოვა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჰოლანდია: სილესენი – დე ვრეი, ვლაარი, მანტინს ინდი – იანმაატი, დე იონგი, დე გუზმანი, ბლინდი – სნეიდერი – ვან პერსი, რობენი.
მექსიკა: ოჩოა – როდრიგესი, მარკესი, მორენო – აგილარი, ერერა, სალსიდო, გუარდადო, ლაიუნი – დოს სანტოსი, პერალტა.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: