ჰოლანდიამ მექსიკას ბოლო წუთებზე აჯობა
ლუი ვან გალის გუნმდა წარუმატებელ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხა და გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა მექსიკელთა უპირატესობით დაიწყო. აქტიურობდა ლაიუნი, რომელიც ჰოლანდიელებს შორეული დარტყმებით ემუქრებოდა. ლუი ვან გალის მდგომარეობა იძულებითმა ცვლილებამაც დაამძიმა. ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ნაიჯელ დე იონგმა ვერ შესძლო.
მე-17 წუთზე მექსიკამ პირველი საგოლე მომენტი შექმნა. თუმცა, ერერას დარტყმული მცირე მანძილით ასცდა სილესენის კარს. მექსიკელებს გატანა ტაიმის ბოლოსაც შეეძლოთ – დოს სანტოსს სილესენმა აჯობა.
შეხვედრის განახლების შედმეგ რამდენიმე წუთში ჰოლანდიელთა მეკარემ მექსიკელთა ათიანის დარყმის მოგერიება ვერ მოახერხა და ანგარიშიც გაიხსნა.
10 წუთში ჰოლანდიას გათანაბრების კარგი შანსი გაუჩნდა, მაგრამ დე ვრეის დამრტყმა ოჩოამ მოიგერია. ჰოლანდიელებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შესძლეს და თამაშს სრულად აკონტროლებდნენ. ერერას შეგირდები თავს კარგად იცავდნენ, თუმცა 88-ე წუთზე კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა ჰუნტელაარმა მოიგო და სნეიდერს დაუგდო, რომელმაც ძლიერი დარტყმით გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მარკესმა საჯარიმოში შეჭრილი რობენი თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა. პენალტი კლას იან ჰუნტელაარმა ზუსტად შეასრულა და ჰოლანდია 1/4 ფინალში გაიყვანა.
გოლები: დოს სანტოსი 48′ (0:1); სნეიდერი 88′ (1:1); ჰუნტელაარი 94′ (2:1)