პრევიუ: საფრანგეთი – ნიგერია
ერთი ამოსუნთქვით განვლილი ჯგუფუი ეტაპის შემდეგ ფრანგები პლეი-ოფში ნიგერიას დაუპირისპირდებიან.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი დეშამმა რამდენიმე ცვლილება შეიტანა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. ეკვადორთან მოედანზე არ გამოსულან დებიუში, ევრა, ვარანი, კაბაი და ვალბუენა. დღევნდელ შეხვედრაში შემადგენლობაში აღნიშნლი ხუთეულის დაბრუნებაა მოსალოდნელი.
კითხვის ნიშნის ქვეშ არის ძირითადში პოლ პოგბას გამოჩენა, რომელიც გაცემულ ავანსებს ჯერ ვერ ამართლებს. დიდი ალბათობით სასტარტოში იუვეს ნახევარმცველის ნაცვლად სისოკო ითამაშებს.
ფრანგებს მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ შეტევაში. დეშამმა ტურნირის სამივე მატჩში განსხვავებული ვარიანტი გამოიყენა. გასაგებია, რომ ძირითადში იქნებიან ვალბუენ და ბენზემა. მესამე შემტევის პოზიციაზე კი დიდი კონკურენციაა.
ნიგერიამ ტურნირის მსველობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა. ჯერ კიდევ პირველ ტურში კეშის ობოაბონა და მოზესი გამოაკლდა. მათი თამაში დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
უკანასკნელი ორი მატჩი ნიგერიელებმა ერთნაირი შემადგენლობით ჩაატარეს. თუმცა, ბაბატუნდეს ტრავმის გამო კეშის ახალი ვარიანტის მონახვა მოუწევს.
საფრანგეთი – ნიგერია
სავარაუდო შემადგენლობები:
საფრანგეთი: ლიორისი – დებიუში, კოსიელნი, ვარანი, ევრა – კაბაი, პოგბა, მატუიდი – ვალბუენა, ჟირუ, ბენზემა.
ნიგერია: ენიამა – ემბროუზი, იობო, ომერუო, ოშანივა – მიკელი, ონასი – მუსა, ოდემვინგე, უზოენი – ემენიკე.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: