დინამოს ბაზაზე Summer Camp 2014 დაიწყო

თარიღი: ივნისი 30, 2014

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით და კლუბ ,,სოხუმის’’ მოთამაშეების კოორდინაციით Summer Camp 2014 გაიმართება. კემპს ესპანეთში ცნობილი და წარმატებული მწვრთნელი ანტონიო დე ტორესი ჩაატარებს 14-დან 18-წლამდე და უმაღლესი ლიგის მოთამაშეებისთვის.

კემპი დინამოს ბაზაზე დღეს დაიწყო და 4 ივლისამდე გასტანს. დღის განმავლობაში ჩატარდება 2 ვარჯიში, 14-18 წლამდელები ივარჯიშებენ ერთად, ხოლო 18 წლის ზემოთ მოთამაშეები შეუზღუდავად ივარჯიშებენ ერთად.  ვარჯიშები გაიმართება 09:00-11:00 და 16:00-18:30 საათებში.

კემპზე შეირჩევა რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე, რომელთა უფასო მოწყობას კანარის კუნძულებზე არსებულ ერთ-ერთ საკალათბურთო სკოლაში უზრუნველყოფს თავად ანტონიო დე ტორესი.

მწვრთნელებისთვის კემპზე დასწრება ნებაყოფლობითია. ანტონიო დე ტორესს კემპის ჩატარებაში ქართველი მწვრთნელები – ამროსი ორმოცაძე, დიმიტრი ჟაკობოვი, თემურ კანკია და ალექსი ჯაფარიძე დაეხმარებიან.

კემპთან დაკავშირებული პრესკორენცია დღეს დინამოს საკალათბურთო ბაზაზე გაიმართა და მასზე კემპის ორგანიზატორებმა და კოორდინატორებმა მწვრთნელ, ანტონიო დე ტორესთან ერთად ისაუბრეს.

 

კახა შენგელია(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): კლუბ ,,სოხუმის’’ კალათბურთელების, ვატო ბააკაშვილის და გრიგოლ შვანგირაძის კოორდინაციით ტარდება კემპი 14-წლის და  ზემოთ ასაკის მოთამაშეებისთვის. ჩატარდება ორ ეტაპად, დილით 14-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვები ივარჯიშებენ, შემდეგ კი 18-წლის და უფრო ასაკის კალათბურთელებისთვის იქნება კემპი. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად გვერდში ამოვუდექით მათ. ჩვენ ყველა იმ იდეას, რომელიც კალათბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს, ბოლომდე მხარს დავუჭერთ.

გიორგი ზაბახიძე(სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი): პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ,,სოხუმის’’ კლუბს, პირადად ვატოს და გრიგოლს და რა თქმა უნდა, მწვრთნელს, ანტონიო დე ტორესს, რომელმაც გამონახა დრო და საქართველოში ჩამოვიდა. ჩვენ გვქონდა ვარჯიშის პროცესზე და ტექნიკურ მხარეებზე საუბარი, გადაწყდა, რომ მოთამაშეების უმეტესი ნაწილი ახალგაზრდები ყოფილიყვნენ, აქ არიან ასაკობრივი ნაკრებების კალათბურთელებიც. კემპზე მწვრთნელებისთვის დასწრება ნებაყოფლობითია. მთლიანად საქართველოდან ამ 5-დღიან კემპზე, ბუნებრივია, ყველა ვერ ჩამოვა, მწვრთნელებს თავიანთი სამუშაოც აქვთ და თანაც, ეს შეკრებების პერიოდია გუნდებისთვის. სამწუხაროა, რომ უფრო მეტი მოთამაშე ვერ ჩაერთვება, ბიჭებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს, რაც შეუძლია 1 მწვრთნელს ფიზიკურად. ვიმედოვნებთ, პროცესი კარგად წარიმართება. შერჩევა კი მოთამაშეებზეა დამოკიდებული. არიან პერსპექტიული ბავშვები მაღალი რანგის კლუბებიდანაც და იმ გუნდებიდანაც, რომლებმაც ჩემპიონატებზე მაინცდამაინც კარგი შედეგი ვერ აჩვენეს. პატარა ნაკრებიც, რომელიც ოლიმპიადისთვის ემზადება, მიიღებს კემპში მონაწილეობას და დიდ გამოცდილებას დააგროვებს. ასეთი ორგანიზებული კემპები სასარგებლოა მოთამაშეებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც.

გრიგოლ შვანგირაძე(კემპის კოორდინატორი): ანტონიო დე ტორესი ჩემი მწვრთნელი იყო ესპანეთში წლების წინ, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ ამ კემპის ჩატარება, ანტონიო ახალ ქვეყანას გაიცნობს, თავისი კლუბისთვის მოთამაშეებს აარჩევს. ავუხსენი, რომ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეები, რომლებსაც უკვე შანსი მიეცემათ ესპანეთში წავიდნენ. ვფიქრობ, ძალიან კარგი კემპი გამოვა. დღეს დილით პირველი ვარჯიში ჩატარდა და ყველანი კმაყოფილები ვართ.

ვატო ბააკაშვილი(კემპის კოორდინატორი): ანტონიო ჩამოსულია მოთამაშის მოსაძებნად, ეძებს პერსპექტიულ კალათბურთელებს, მას აქვს საშუალება 2 მოთამაშე წაიყვანოს გრან კანარებზე თავის კლუბში და ისინი მთელი სეზონის განმაბლობაში ყველანაირი პირობით უზრუნველყოს. მთავარია, ჩვენმა ბიჭებმა გამოიჩინონ თავი და დაანახონ მას, რომ შეუძლიათ კალათბურთის თამაში. ამ ბოლო დროს დაინერგა კემპის ტრადიცია,  2 თვეში უკვე მეორე მაღალი დონის კემპი ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კალათბურთის განვითარებისთვის და თითოეული მოთამაშისთვის. მწვრთნელი კალათბურთელებს მიუთითებს იმ ნაკლზე, რომელიც აქვთ, ასწავლის მათ, როგორ გამოასწორონ ეს ხარვეზები და მოთამაშეს უკვე შეეძლება მთელი ზაფხული იმუშაოს საკუთარ თავზე სწორი მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მწვრთნელებისთვისაც. ანტონიო დე ტორესი აჩვენებს მათ განსხავვებულ ხედვას, გაუზიარებს თავის გამოცდილებას, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში დაუგროვდა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომელიც ბოლომდე გვერდში დაგვიდგა.

ანტონიო დე ტორესი(მწვრთნელი): ეს კემპი არის კარგადად დაგეგმილი პროცესი, რომელიც რამდენიმე ასპექტს მოიცავს. პირველ რიგში, გრიგოლ შვანგირაძე იყო ჩემი მოთამაშე და მასთან წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა. ბევრი ლაპარაკის შემდეგ ამ ზაფხულს კემპის ჩატარებაზე შევთანხმდით, ეს დრო ორივეს გვაწყობდა. ვიზიტის ეს მხარე ჩემთვის ძალიან მნიშვნელობანია. მეორე ასპექტი მწვრთნელებს ეხება, გრიგოლმა კარგად იცის ესპანური კალათბურთი და შემომთავაზა, ჩემი გამოცდილება ქართველი ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის გამეზიარებინა. ჩამოვედი მწვრთნელბთან, რათა მათ დავანახო განსხვავებული ხედვა, დავეხმარო, თუ რამით შემიძლია, ვანახო, როგორ ვმუშაობთ ჩვენ, ორივე მხარე ერთამენთს გავუზიარებთ ცოდნას და გამოცდილებას და ბევრს ვისწავლით ამ პროცესში. მესამე ასპექტი უკვე მოთამაშეებთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ერთ კვირაში მოთამაშე რადიკალურად ვერ შეიცვლება და ვერც ყველაფერს ისწავლის, მაგრამ შემიძლია მათ მიმართულება მივცე, რათა სწორად იფიქრონ, ვასწავლი მათ რამდენიმე პატარა დეტალს, რომელიც განსხვავებულია იმისგან, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ. ვიმედოვნებ, ეს მათ დაეხმარება რეგულარული ვარჯიშების დროს. და ბოლოს, მეოთხე ასპექტი ესპანეთი წასვლის შანსია. ჩვენ გუნდში გვყავს მოთამაშეები ევროპიდანაც და აფრიკიდანაც, გვყავს როგორც თეთრკანიანები, ასევე, შავკანიანები, ქრისტიანებიც და მუსულმანებიც, ისინი ყველანი ერთად ცხოვრობენ და ერთამენეთისგან ბევრს სწავლობენ. ვფიქრობ, ეს კარგია როგორც ქართველი მოთამაშეებისთვის, რომლებიც ესპანეთში წამოვლენ, ასევე თვითონ ესპანელი კალათბურთელებისთვისაც.  ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა. ისინი მენტალურად იცვლებიან, ბევრს სწავლობენ და ვითარდებიან. ჩამოვედი, რათა ქართველ კალათბურთელებს შევთავაზო ჩვენთან, კანარის კუნძულებზე თამაში და იქაური გამოცდილება. რაც შეეხება მოთამაშეების არჩევას, პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მოთამაშეების შერჩევაა. უფროსი კალათბურთელებისთვის უფრო რთულია, რომ, მაგალითად, სროლის ტექნიკა შეცვალონ , 14-15 წლის მოთამაშეებს შეცვლის და განვითარების მეტი პერსპექტივა და ახალი ცოდნის ათვისების მეტი შანსი აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთში წამოსვლის შანსი უფროსს მოთამაშეებს არ აქვთ.

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი: “კვარაცხელია სიუპრიზია? განსაკუთრებული შემთხვევაა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლიმ” შეინარჩუნა ძველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდები მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიან

თუ “ვალენსიამ” ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ეს დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურება იქნება. მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისური მედია ჩელსიზე: “ვერსად ნახავთ იმას, რაც გუნდის გასახდელში ხდებოდა”

ინგლისური მედია პოტერის გათავისუფლების შემდეგ “ჩელსიში” არსებულ საინტერესო სიტუაციაზე წერს. “ჩელსიმ” სატრანსფერო ფანჯრის დროს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარის რეაქცია, როცა უთხრეს, რომ თამაში უწევდა (ვიდეო)

“რეალმა” “ვალიადოლიდი” 6-0 გაანადგურა. 65-ე წუთზე ანჩელოტიმ აზარი შემოიყვანა. ასეთი იყო ბელგიელის რეაქცია, როცა მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვიკინგები” სიგუას: “შენ ჩვენი მომავალი ხარ! გვაპატიე”

ქობულეთის “შუქურა” თბილისის “დინამოსთან” 95-ე წუთზე გაშვებული გოლით 1-2 დამარცხდა. “შუქურას” ფანებმა, “ვიკინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები რონალდოს სიმულაციის გამო აკრიტიკებენ (ვიდეო)

გუშინ პორტუგალიამ ლუქსემბურგი 6-0 გაანადგურა და რონალდომ დუბლი შეასრულა. როცა ანგარიში 4-0 იყო, რონალდო სიმულაციით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ამ ბიჭს ვერაფერი შეაჩერებს! 24 სანტიმეტრით მაღალი ვეგჰორსტიც არ შეიმჩნია (ვიდეო)

“ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი 2-2 დასრულა. ერთ-ერთ მომენტში 1.73მ-ის გავიმ 1.97მ-ის ვეგჰორსტს თავზე დუელიც მოუგო. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა ლორისს შეცვლის თუ დე ხეას?

“პირველი არხის” პოდკასტში გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ “ვალენსიაში” მამარდას მომავალზე და ინგლისური კლუბებიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქებაძე: “სამინისტრომ მილოცვა უკან წაიღო და Facebook-ზე პოსტი წაშალა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში, ელენე ქებაძე სპორტის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქებაძემ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯიუნტოლი რონალდოზე: “არავის ყიდვა არ გვჭირდება”

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ რონალდოს “ნაპოლიში” გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო “ნაპოლიში” წავა? კრიშტიანო მზად არის ხელფასი შეიმციროს

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, იანვარში “ნაპოლიში” გადავიდეს. როგორც გამოცემის წყარო იტყობინება, პორტუგალი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო კვლავ გაბრაზდა – მატჩის დასრულებამდე გასახდელში წავიდა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემი” დამაჯერებლად, 2-0 დაამარცხა. ტენ ჰააგს რონალდო მოედანზე არ გამოუყვანია და პორტუგალიელიც, რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგს დე ხეას შემცვლელად მამარდაშვილი მიაჩნია

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგაში ნაჩვენები შედეგების შემდგომ სატრანსფერო ფანჯარაზე განსაკუთრებით გააქტიურდა და მადრიდის “რეალიდა...
წაკითხვა