აღმასვლა ლუჟნიკში
საქართველოს შვიდკაცამ ევროპის “გრან პრის” მეორე ეტაპზე IV ადგილი დაიკავა და სერიის ცხრილში რუსეთთან V ადგილს იყოფს.
“გრან პრი” 4-ეტაპიანი სერიაა. მეორე ტურნირი ლუჟნიკის (მოსკოვი) მომცრო მოედანზე მოეწყო. ყველაზე მეტი ქომაგი ჩვენს გუნდსა ჰყავდა, რაკი “სტალიცის” ქართველობის რაგბის მოყვარული ფრაქცია დაირაზმა და ბიჭებს შეძახილებითა და სიმღერით ამხნევებდა.
გუნდმა ქომაგობა შეიფერა – თუმც სტარტზე 14:22 წააგო ინგლისთან, შემდეგ 38:0 დაამარცხა რუმინეთი, 31:14 საფრანგეთი, პულში მეორე ადგილი დაიკავა, 12 გუნდში მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა და ზედა რვეულში, თასზე მოხვდა.
ჩვენს შვიდკაცას მთავარი ბრძოლა კვირა დილით, მასპინძლებთან გახადა. მალევე გავუშვით ორი ლელო, მაგრამ მეტოქეს კაცი რომ გაუსინბინეს, ზედიზედ გავიტანეთ სამი. სირენის შემდეგ ერთი გარდასახვით ვიგებდით, რუსეთმა რომ შემოგვიტია, მაგრამ იმარჯვა ვეტერანმა თედო ზიბზიბაძემ და მოიერიშე ალამთან გადადენა კიდეზე 19:17
ამ გამარჯვებამ გუნდს იმდენი ძალა გამოაცალა, რომ ოთხეულში მოხვედრილებმა ვერც ოსტატობითა და ვეღარც შემართებით ვერაფერი გავაწყვეთ ბრიტანელებთან – ინგლისთან 5:33 და შოტლანდიასთან 12:38
მიუხედავად ამისა, მეოთხე ადგილი წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, რაკი წინა, ლიონის ეტაპთან შედარებით, ორი საფეხურით მაღლა ავინაცვლეთ, მერაბ კვირიკაშვილი კი 45 ქულით (5ლ 10გ) ტურნირის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
ამით სერიის პირველი ნახევარი დასრულდა. გრან პრის ბოლო ორი ეტაპი შემოდგომაზეა: 13-14/09 მანჩესთერში (ინგლისი) და 20-21/09 ბუქარესტში (რუმინეთი)
მათზე საქართველოს მიზანთა მიზანი ბელგიის ან რუსეთის გადასწრება იქნება, რათა 2015 წელს, ჰონკონგში დანიშნული მსოფლიო სერიის შესარჩევის ორი ევროპული საგზურიდან ერთ-ერთი მოვიპოვოთ.
% 2014-15 წლების მსოფლიო სერიის მონაწილე
ჰ გადის 2015-16 წლების მსოფლიო სერიის შესარჩევში (ჰონკონგი 2015)
ბოლო ვარდება
Rugby.GE