საფრანგეთმა 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა
აფრიკის საუკეთესო გუნდთან თამაშში დეშამის გუნდმა გამარჯვება მატჩის ბოლოს გატანილი გოლებით მოიპოვა.
პირველივე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ ფრანგებს იოლი გასეირნება არ ექნებოდათ. ნიგერია მოედნის ცენტრში ძალიან აგრესიულად მოქმედებდა. ემენიკე კი მეტოქის მცველებს არ აძლევდა მოსვენების საშუალებას.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ფრანგები მარჯვენა ფლანგიდან ცდილობდნენ ხიფათის შექმნას, სადაც დებიუში და ვალბუენა აქტიურობდნენ. თუმცა, ნიგერიელთა დაცვა ფაქტობრივად უშეცდომო იყო. შესვენებამდე აფრიკელებმა დაცვაში მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვეს, როცა პოლ პოგბას მისცეს დარტყმის განხორციელების საშუალება.
შეტევაში ნიგერიელებიც თამამად მიდიოდნენ. ემენიკემ გოლის გატანაც კი მოახერხა, მარამ თამაშგარე მდგომარეობის გამო კარის აღება არ ჩაითვალა.
მეორე ტაიმში ნიგერიელებმა ტემპს უმატეს. ევროპელების საჯარიმოზე ზეწოლა იზრდებოდა.
გადამწყვეტი დეშამის მიერ განხორციელებული ცვლილება აღმოჩნდა. ფრანგთა დამრიგებელმა ინტერტული ჟირუს ნაცვლად მოედანე ახალგაზრდა გრიზმანი შეუშვა. ანტუანის აქტიურობას ნიგერიელთა კართა საგოლე მომენტები მოჰყვა.
ლე ბლემ ნიგრიის გატეხვა 79-ე წუთზე მოახერხა. ანგარიშის პოგბას დარტყმის შემდეგ გაიხსნა. მსაჯის მიერ კომენსირებულ წუთებზე კი იობომ ავტოგოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
გოლები: პოგბა 79′ ; იობო 90+2′ (ს.კ.)