„დილა“ პირველ შეკრებაზე გაემგზავრა
30 ივნისს გორის „დილა“ პირველ შეკრებაზე გაემგზავრა ლაგოდეხში, სადაც გუნდი 10 დღეს დაჰყოფს. „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა თან შემდეგი ფეხბურთელები იახლა:
ზარქუა, მარიამიძე, ბაჩიაშვილი, გაფრინდაშვილი, ლომიძე, ვ. ხორგუაშვილი, კვახაძე, თომაშვილი, ქარქუზაშვილი, ნოზაძე, კვეკვესკირი, რაზმაძე, ადეიშვილი, ახალკაცი, კურმაშვილი, წიქარიძე, ბერიძე, მოდებაძე, სადაღაშვილი, გოგინაშვილი, ფალავანდიშვილი, ერისთავი, ნოზაძე.
ლაგოდეხის შეკრებაზე გუნდი ფიზმომზადებაზე გააკეთებს აქცენტს. მოგეხსენებათ რომ, „დილაში“ ფიზმომზადების მწვრთნელად სერბი სპეციალისტი მილოვან მატიასევიჩი იმუშავებს.
შეკრების მიმდინარეობის დროს დაგეგმილია რამოდენიმე ფეხბურთელის დამატებაც, რომელთა ვინაობაც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ასევე დადგინდება თუ სად გაივლის გუნდი მეორე შეკრებას.
„დილას“ პრესსამსახური