ოთარ მარცვალაძე – საინტერესო შეხვედრები გველის
ჰოლანდიური შეკრების მორიგი დღეც წინა დღეების მსგავსია. ორჯერადი ვარჯიშები, დაუღალავი მუშაობა, მონდომებული მზადება ოფიციალური შეხვედრებისათვის. შეკრებაზე, აქტობეზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბარი ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს- ოთარ მარცვალაძეს ვთხოვეთ.
ოთარ მარცვალაძე– ჩემი აზრით მართლაც იდეალური პირობებია ფეხბურთელისთვის აქტობესთან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის მოსამზადებლად. ფეხბურთელებიც და ხელმძღვანელობაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ეს ეტაპი გავიაროთ. აქტობეს კარგად ვიცნობ, მათგან მოწვევაც მქონდა, მაგრამ ალანიაში თამაში ვარჩიე. მათ რიგებში რამდენიმე ჩემი ყოფილი თანაგუნდელი გამოდის ალანიიდა, ნიჟნი ნოვგოროდიდან. ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, კარგი გუნდია და საინტერესო შეხვედრები გველის.
რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ვფიქრობ გრანდები იმდენად გადაღლილები იყვნენ მომქანცველი სეზონით, რომ შესაძლებლობების მხოლოდ ოცდაათი პროცენტი აჩვენეს. მესის გულშემატკივარი ვარ და მინდა არა მარტო დღეს, საერთოდ მუნდიალზე გამარჯვებული და თასით ხელში ვიხილო. დღევანდელი სათამაში დღის მეორე წყვილში კი ჩემი აზრით წარმატებას ბელგია მიაღწევს.
FCDinamo.GE