ათიანები მოლოდინს ამართლებენ
ფეხბურთში 10-ნომრიან მაისურს საკმაოდ დიდი მნიშნველობა, მის მფლობელს კი დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება. გულშემატკივრებშიც ათიანი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნომერია. სწორედ ამ ნომრებით თამაშობდნენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები მარადონა და პელე. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ეს ნომერი სრულიად შემთხვევით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის შეცდომის გამო მიიღო.
მიმდინარე მუნდიალზე ბევრ “ათიანს” გოლი არ გაუტანია. თავის გამოჩენა მხოლოდ 13-მა მოახერხა, მაგრამ მათი შედეგი ამ ეტაპზე საუკეთესოა.
გოლები რეიტინგი ნომრების მიხედვით:
“ათიანებში” ყველაზე მეტი გოლი ავტორი მიმიდნარე მუნდიალზე კოლუმბიელი ხამეს როდრიგესია, რომელმაც მეტოქეთა კარში ამ ეტაპზე 5 გოლის გატანა მოახერხა. მეორე ადგილზეა ლეო მესი. არგენტინელი როდრიგესს ერთი ბურთით ჩამორჩა.თანაკლუბელთან მეორე ადგილს ნეიმარი იყოფს, რომელმაც ასევე 4 გოლის გატანა მაოხერხა. 3 გოლით მესამე ადგილზე ჯერჯერობით ფრანგების ათიანი, კარიმ ბენზემა იმყოფება.