WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (187996) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

საშინაო მარცხი ალბანელებთან

თარიღი: ივლისი 4, 2014

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბოლნისის “სიონმა” “მიხეილ მესხზე” ალბანურ “ფლამურტარის” უმასპინძლა.

პირველივე წუთები ბოლნისელთა უპირატესობით წარიმართა. თუმცა, უპირატესობა მხოლოდ ტერიტორიული იყო და რეალურ საგოლე მომენტებზე არ აისახებოდა. ალბანელები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ მეტოქეს. ერთ-ერთი ასეთი შეტევისას იმედაშვილმა საჯარიმოსთან მეტოქის ფეხბურთელზე თამაშის წესები დაარღვია. “ფლამურტარის” ფეხბურთელებმა ჯარიმა კარგად გაითამაშეს და ველიუს დარტყმით ანგარიშიც გახსნეს. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში ბურთი სვანიძეს მოხვდა და მერლანი უძლური იყო.

სიონმა გათანაბრება მალევე მოახერხა. ლამაზად გათამაშებული კომბინაცია 27-ე წუთზე ზუსტი დარტყმით ვილი ისიანმა დააგვირგვინა. მანვე ზუსტად 3 წუთში ულამაზესი გოლით ბოლნისური კლუბის დაწინაურება მოახერხა.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ბოლნისელები უტევდნენ, თუმცა რეალურ მომენტებამდე საქმე არ მისულა.

მეორე ნახევარი ანალოგიური სცენარით დაიწყო. “სიონი” საკმაოდ ბევრს უტევდა. აქტიური იყო შეცვლაზე შემოსული უგულავა, რომელსასც გოლის გატანის ორი შესაძლებლობა ჰქონდა.

74-ე წუთზე “ფლამურტარიმ” კუთხური მოიპოვა, რომლის ჩამოწოდების შემდეგ სიონის საჯარიმოში შექმნილი არეულობით კუკიმ ისარგებლა და ანგარიშის გათანაბრება შესძლო.

79-ე წუთზე ჰეთ-თრიკის შერულების შანსი ალბანელთა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ისიანს მიეცა, მაგრამ ბოლნისელთა შემტევმა არაზუსტად დაარტყა. მალევე მისი ძლიერი დარტყმა ლიკამ მოიგერია.

მატჩის ბოლოს “სიონის” ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ. ბოლნისელებმა შტურმის მოწყობა ვერ მაოხერხეს. როგორც ხშირად ხდება ფიზმომზადებაში ქართული გუნდს მეტოქემ ისევ აჯობა, რაც შედეგზეც აისახა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში “ფლამურტარის” ფეხბურთელებმა  კონტრშეტევაზე გამარჯვების გოლის გატანა მოახერხეს, რომლის ავტორი ნახევარმცველი გილმარ ლიკა გახდა – 2:3.

განმეორებითი შეხვედრა ალბანეთში 10 ივნისს გაიმართება.

სიონი 2-3 ფლამურტარი

გოლები: ველიუ 20′ (0:1); ისიანი 27′ ; 30′ (2:1); კუქი 74′ (2:2); შეჰაი 93′ (2:3)

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, კანდელაკი, სვანიძე, იმედაშვილი, აფციაური (სამხარაძე 74′), კახელიშვილი, ცხადაია, გურეშიძე, ლობჟანიძე (უგულავა 54′), ისიანი

ფლამურტარი: ლიკა, მიჩი, ველია, არბრი (იდრიზაი 90′), მუზაკა (მეტო 86′), ლიკა, ზექირი (შეჰაი 82′), კუქი, ლენა, ტელუში, აბილალიაჯი. 

IMG_9568IMG_9422IMG_9387IMG_9594IMG_9324

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები 



მსგავსი სიახლეები