პრევიუ: საფრანგეთი – გერმანია
ტურნირის ფავორიტები ნახევარფინალის საგზურს გაითამაშებენ.
დაახლოებით 30 წლის წინ საფრანგეთი და გერმანია მსოფლიო ჩემპიონატების ფარგლებში პრინციპულ მეტოქეებად იქცნენ. მაშინ ზედიზედ ორ მუნდიალზე გერმანელებმა ფრანგებს ორჯერ აჯობეს, ხოლო 1982 წლის ნახევარფინალი ფეხბურთის ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მატჩში შევიდა.
საფრანგებთმა მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპის საკმაოდ კარგად ჩაატარა, თუმცა 1/8-ფინალში ნიგერიის დამარცხება მხოლოდ ბოლო წუთებზე მოახერხა. კარგი არც გერმანია ყოფილა, რომელმაც ალჟირს დამატებით დროში სძლია.
დიდიე დეშამი მთელი ტურინის განმავლობაში ოპტიმალური ვარიანტის ძიებაშია. დღეს, სასტარტოში სახოს დაბრუნებაა მოსალოდნელი, რომელამც ბოლო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ცვლილებებია მოსალოდნელი შეტევიზ ხაზში, სადაც ცენტრფორვარდის პოზიციეაზე დააბრუნებენ ბენზემას, ხოლო ჟირუს ნაცვლად მოედანზე გრიზმანი გამოვა.
გერმანელთა ბანაკიდან გუშინ არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაცია გამოვიდა – გრიპის ვირუსით შვიდი ფეხბურთელი დაავადდა. თუმცა, ყველა ფეხბურთელის მზდაყოფნის შემთხვევაშიც კი ბუნდესგუნდში ცვლილებები მაინც მოსალოდნელია.
ლიოვი ფილიპ ლამის დაცვაში დაბრუნებას აპირებს. კროოსს კი მოედნის ცენტრალურ ნაწილში ხედირა-შვაინშტაიგერის დუეტი დაეხმარება. პირველივე წუთებიდან მოსალოდნელია შურლეს გამოსვლაც.
სავარაუდო შემადგენლობები:
საფრანგეთი: ლიორისი – დებიუში, ვარანი, სახო, ევრა – კაბაი, პოგბა, მატუიდი – ვალბუენა, ბენზემა, გრიზმანი.
გერმანია: ნოიერი – ლამი, მერტეზაკერი, ჰუმელსი, ბოატენგი – ხედირა, შვაინშტაიგერი, კროოსი – იოზილი, მიულერი, შურლე.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: