3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთიდან ბორჯომი იასპარეზებს
დასრულდა საქართველოს 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტური, რომელსაც 4 ივლისს, ბორჯომმა უმასპინძლა. სამცხე–ჯავახეთის რეგიონის შესარჩევ ტურში 10 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც 2 თბილისის იყო, 1 – შიდა ქართლის, დანარჩენები კი – ადგილობრივები. საგანგებოდ სართველოს ჩემპიონატისთვის ამერიკიდან ჩამოტანილი ულტრათანამედროვე საკალათბურთო მოედანი საქვეყნოდ ცნობილ ბორჯომის პარკის შესასვლელში გაიშალა და ტურნირის თვალის დევნება უამრავ ადამიანს, მათ შორის უცხოელ ტურისტს შეეძლო.
ფინალში თბილისური გუნდები გავიდნენ – AND1-მა საჩემპიონო მატჩში „საკაკტუსე“ (დავით გაფრინდაშვილი, მიხეილ ამაშუკელი, კირილე ტატუნაშვილი, გიორგი ბოხუა) 9:6 დაამარცხა და ტურის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი მედლების, სიგელების და თასთან ერთად კომპანია „IDS ბორჯომისგან“ დაწესებული მობილური ტელეფონებიც ჩაიბარა. გამარჯვებული გუნდის წევრებს – დავით ეძგვერაძეს, გიორგი ვახანიას, ზუკა მაჩლაძეს და თორნიკე ვარდოსანიძეს კომპანია „ბორჯომის“ წარმომადგენელმა ირაკლი სტეფნაძემ „HUAWEI”-ს ფირმის მობილური ტელეფონები გადასცა. რაც შეეხება თასს, მედლებს და სიგელებს, გამარვებულებს აღნიშნული პრიზები ბორჯომის სპორტსკოლის დირექტორმა, გოგა მელიქიძემ გადასცა.
მცხეთაში, თელავში და ბათუმში გამარჯვებების შემდეგ AND1-მა ბორჯომში, საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტური მეოთხედ მოიგო. მიუხედავად ამდენი გამარჯვებებისა, ამ გუნდს არ აქვს მოპოვებული საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტპის საგზური. ბორჯომის ტურში სამცხე–ჯავახეთის გუნდებს შორის ყველაზე მაღალი შედეგი „ბორჯომმა“ აჩვენა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ერგო.
3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი ტური ქვემო ქართლში ჩატარდებადა მას 6 ივლისს გორი უმასპინძლებს.
gbf.ge